Digest Logo

ურანი ტყუპებში - ლილიტი მშვილდოსანში: 10 თემა, რომელიც ამ ღერძით აქტიურდება

1776426636
ლამზირა ხაჭაპურიძე

ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ტრანსგენერაციული მიმართულების მკვლევარი, გენოსკოპიისა და ასტროფსიქოგენეტიკის პრაქტიკოსი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში „ურანი ტყუპებში“ - „ლილიტი მშვილდოსანში“ ღერძზე საუბრობს და 10 თემას ასახელებს, რაც მიმდინარე პერიოდში გააქტიურდება:

„ურანი ტყუპებში - ლილიტი მშვილდოსანში - 10 თემა, რომელიც აქტიურდება ამ ღერძით: 

1. სიმართლე — შენი თუ მემკვიდრეობით მიღებული, რომელი სიმართლეა მართლა შენი და რომელი — მიღებული.

2. აკრძალული კითხვები ის კითხვები, რომელთა დასმაც აქამდე არ შეიძლებოდა.

3. სიტყვის ძალა სიტყვა, რომელიც ანგრევს და სიტყვა, რომელიც კურნავს.

4. ინფორმაციის ომი ხმაურში საკუთარი ხმის და საკუთარი აზრის პოვნა.

5. გურუების ჩრდილი ავტორიტეტების, მოძღვრების და „სიმართლის მატარებლების“ გადამოწმება.

6. ოჯახური რწმენების რღვევა თაობებიდან წამოსული შეხედულებების დანახვა და გადახედვა.

7. ფიქრის თავისუფლება vs დოგმა, სად არის ცოცხალი რწმენა და სად იწყება გაქვავებული აზრი.

8. ნერვული სისტემის გადატვირთვა ინფორმაციის სიჭარბე, შიდა დაძაბულობა, გაფანტულობა.

9. ახალი ენის დაბადება ძველი სიტყვების ვერ გამოყენება ახალი ცნობიერებისთვის.

10. საკუთარი ფილოსოფიის შექმნა, სხვისი სიმართლიდან საკუთარი გზის ჩამოყალიბება“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გსურთ, რომ პასუხი თქვენს კითხვებზე უმაღლესი ძალებისგან მიიღოთ

რომელია ცილით მდიდარი თევზი? - ჩამონათვალი

🎥 „როგორ შეიძლება სოფელი დატოვო და წახვიდე ქალაქში, იქ იბადებოდნენ გენიოსები, ვინც საქართველოს სახელი გაუთქვეს“ - ნანი ბრეგვაძე