Digest Logo

🎥 „ბევრი მეკითხება, რატომ არ მაქვს შესაბამისი დოკუმენტი, რომ პატრიარქის შვილობილი ვარ, არ მჭირდება მოწმე, ჩვენი მოწმე უფალია“ - ამინ შადიჟევი მისადმი კრიტიკაზე

1774604401
 ამინ შადიჟევი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, პატრიარქის შესახებ უამრავი ისტორია გავიხსენეთ, ამჯერად კი გთავაზობთ ინგუში მუსლიმი ბიჭის ისტორიას, რომელიც ილია მეორის შვილობილი გახდა:

„ჩვენ დიდი ოჯახი გვქონდა, მშობლები და ათი დედმამიშვილი, 5 და და 5 ძმა. როგორც შევიტყვე, 1990-იან წლებში პატრიარქი გვეძებდა ჩვენ.

2012 წელს მე პირველად ვიყავი საქართველოში, ემირატებიდან აქ ჩამოვფრინდი. ჩემ ოჯახის წევრებმა იცოდნენ ეს ამბავი. მოვიდნენ და მითხრეს, რომ არსებობს საქართველოს პატრიარქი, რომელთანაც უნდა მივიდეთ და ეს ურთიერთობები უნდა განვაახლოთო. ჩემს წინაპრებს მის მამასთან, გიორგისთან ჰქონდათ ურთიერთობა. 

გარკვეული დროის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, ხალხს ვკითხე, სად იყო პატრიარქის რეზიდენცია. მივედი, დაცვა იყო, წერილი მქონდა, რომელიც პატრიარქისთვის უნდა გადამეცა. პრინციპში, არც კი ვიცოდი, ვინ იყო საქართველოს პატრიარქი. მასზე არაფერი ვიცოდი და დაცვას ვკითხე, პატრიარქი აქ ცხოვრობს -მეთქი? კიო, მისი ნახვა მინდა და დაუძახეთ -მეთქი. დაინტერესდნენ, ვინ ვიყავი და ასე რატომ ვიქცეოდი. ყველაფერი შემიმოწმეს, ტელეფონი, პასპორტი. საიდან ხარო, ინგუშეთიდან-მეთქი, სარწმუნოებაო? მუსულმანი. პატრიარქი აქ არ არისო და დავიშალეთ. სახლში იმავე დღეს დავბრუნდი.

დაახლოებით 1 კვირის შემდეგ რეკავს ტელეფონი, დამირეკა და მითხრა, მე სრულიად საქართველოს პატრიარქი ვარო. თქვენ საქართველოში იყავითო? არ ვიყავი საქართველოში, თურქეთში ვიყავი და ბოდიშს გიხდიო. ვისაუბრეთ, გამომკითხა მშობლები თუ მყავდა, ცოცხლები თუ არიანო, რას საქმიანობთო და ა.შ. 

ხმით მივხვდი, რომ ასაკოვან ადამიანს ვესაუბრებოდი, ვუთხარი, მე თქვენზე გაცილებით უმცროსი  ვარ დ არ გინდათ ამდენი ბოდიში, არ არის ლამაზი -მეთქი. კიდევ მითხრა, ძალიან ვწუხვარ რომ ვერ გნახეთო. 

მითხრა, შეგიძლიათ ჩემთან ჩამოხვიდეთო? რა თქმა უნდა მეთქი, მოდი მთელი შადიჟევები ჩამოდით, ყველას გელოდებითო. სამნი წავედით. 

ბევრი მეკითხება, რატომ არ მაქვს შესაბამისი დოკუმენტი, რომ პატრიარქის შვილობილი ვარ, მაგრამ მე არ მჭირდება მოწმე, ჩვენი მოწმე უფალია. მითხრა, რომ სურდა, მისი შვილი გავმხდარიყავი“, - ამბობს ამინ შადიჟევი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დილით შვილიშვილმა, ლუკამ გამაღვიძა, მომილოცა...“ - ეკა კვალიაშვილი 61 წლის გახდა

„ჩვენ უნდა ვიყოთ არა რელიგიურები, არამედ ქრისტიანები“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

🎥 რა კავშირია ნაადრევ დაბერებასა და კბილების არასწორ წყობას შორის? - ნინო ბერიძის რჩევები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე!