ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში 4 ნოემბრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, დღე შენელებას ითხოვს. თუ იჩქარებ დეტალებს გამოტოვებ, თუ გაჩერდები დაინახავ, რომ ენერგია გარედან კი არ მოქმედებს შენზე, არამედ შენს შინაგან მდგომარეობას ავლენს:
„4 ნოემბერი – დღის ტაროლოგიური პროგნოზი:
დღის ენერგია: დღე ითხოვს შენელებას. თუ იჩქარებ, დეტალებს გამოტოვებ. თუ გაჩერდები — დაინახავ. ეს დღეა, როდესაც ენერგია გარედან კი არ მოქმედებს შენზე, არამედ შენს შინაგან მდგომარეობას ავლენს.
საყურადღებო თემები: შეჩერება, სუნთქვა, ფიქრის გადახედვა. ახლა საუკეთესოა ჩუმად ყოფნა და ყოველდღიური ხმაურისგან თავის შორს დაჭერა.
შეაფასე: რას აკეთებ ავტომატურად და რაში ხარ რეალურად ჩართული?
ჯანმრთელობა: დასვენება პირველ ადგილზე უნდა იყოს. კარგია თბილი აბაზანა, მედიტაცია, ყურის არე და თავის ზონის მოდუნება.
ფინანსები: საჭიროა დაფიქრება: სად მიდის შენი ენერგია და ფული? მცირე შესწორებები გეგმაში დიდ გავლენას მოახდენს.
სიყვარული: ურთიერთობაში საჭიროა სიჩუმით მოსმენა. ზოგჯერ დაუფიქრებელი სიტყვა აზიანებს იმას, რაც გულისხმიერადაც შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვიდობით... არა ნახვამდის!💔“ - ინგა გრიგოლიას შვილი ლაშა ბასლანძეს ემშვიდობება
⭕3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 4 ნოემბრიდან დიდ ფინანსურ წარმატებას მიიზიდავს