
„ვენერა გადადის ტყუპებში და ეს იქნება თვის ბოლომდე, ბუნებრივია, წინ მოდის ურთიერთობების, კომუნიკაციის თემა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, რადგან ვენერა არის სიყვარულის მმართველობის პლანეტა. ტყუპი კი არის ურთიერთობა, ინფორმაცია, კომუნიკაცია. მაღალი ალბათობაა, ადამიანებმა დაიწყონ ახალი ურთიერთობები, აღადგინონ ძველი ურთიერთობებიც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და საზოგადოებას ივლისში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
როგორც თავად აღნიშნავს, ივლისი იქნება კარმული, გარდა ამისა სამი პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს:
„ივლისი მნიშვნელოვანი და კარმული თვეა.
ამ წლის თებერვალში ვწერდი, რომ 2025 წელი საკმაოდ ხისტი, რთული პერიოდი იქნებოდა, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხული. ივლისი კი ამ პიკის პიკად უნდა მოვიაზროთ.
წინააღმდეგობრივი თვეა, რადგან კარმულია და ეს ნიშნავს, რომ სამი პლანეტა რეტროგრადულად მოძრაობს. ეს პლანეტებია: მერკური, ნეპტუნი და სატურნი.
ივლისის პირველი მნიშვნელოვანი თარიღი: 4 ივლისი, პლანეტა ვენერა ტყუპებში გადაინაცვლებს და სანამ ეს მოხდება, მანამდე ურანს შეუერთდება. როდესაც ვენერა გადადის ტყუპებში და ეს იქნება თვის ბოლომდე, ბუნებრივია, წინ მოდის ურთიერთობების, კომუნიკაციის თემა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, რადგან ვენერა არის სიყვარულის მმართველობის პლანეტა. ტყუპი კი არის ურთიერთობა, ინფორმაცია, კომუნიკაცია.
მაღალი ალბათობაა, ადამიანებმა დაიწყონ ახალი ურთიერთობები, აღადგინონ ძველი ურთიერთობებიც.
ვენერა ასევე არის ფინანსების მმართველი, ამიტომ ამ საკითხებშიც იქნება ცვლილებები.
ვენერა როგორც დიზაინის, ხელოვნების მმართველი პლანეტა აქაც იქნება დადებითი ცვლილებები, შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მარკეტინგისთვის იქნება კარგი პერიოდი.
სიყვარული ხდება ვერბალური, მენტალური. ადამიანები იწყებენ ლაპარაკს, მსჯელობას.
ნეპტუნი გახდება რეტროგრადული 12 დეკემბრამდე. თუ კარმულ მნიშვნელობას ჩავუღრმავდებით, ეს არის ილუზიის, ცრუ ინფორმაციის, საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის მმართველი პლანეტა. ზაფხულის მეორე ნახევარი მიანიშნებს, რომ ნეპტუნი ამოატივტივებს საიდუმლო ინფორმაციას, ტყუილებს, სკანდალურ ინფორმაციას.
რისთვის იქნება კარგი ეს პროცესი? სულიერი ცხოვრებისთვის, იოგისთვის, პრაქტიკებისთვის, შემეცნებისთვის, ფსიქოლოგიისთვის, ფსიქიატრიისთვის.
6-7 ივლისი ვენერა ტრინში იქნება პლუტონთან, სასიკეთო პერიოდია სასიყვარულო თემისთვის, ინვესტიციისთვის.
7 ივლისი - ურანი შედის ტყუპებში. ჩვენ გავხდებით ბევრი გეოპოლიტიკური გადაწყობის პროცესის მონაწილეები“, - ამბობს რამაზ გიგაური.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: