Digest Logo

„ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც უტაქტოდ მითხრა, თუ როგორ გავსუქდი“ - როგორ დაძლია თიკა ჯამბურიამ წონასთან დაკავშირებული გამოწვევები

1751364662
თიკა ჯამბურია

ყველასთვის ცნობილი მომღერალი თიკა ჯამბურია, გადაცემაში „ქალების რადიო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან ორსულობის შემდეგ წონასთან დაკავშირებით გამოწვევებზე ისაუბრა. 

როგორც მომღერალი ჰყვება, ორსულობის პერიოდში მან ძალიან ბევრი მოიმატა, თუმცა დღესდღეობით ზედმეტი კილოგრამები უკვე დაკლებული აქვს და შესანიშნავ ფორმაშია. 

„წონას ვებრძოდი ნინას {ქალიშვილი} დაბადების შემდეგ. მანამდე წონასთან პრობლემა არ მქონია. პირიქით, მომწონდა ყოველთვის ჩემი თავი და ძალიან ჯანსაღად გამოვიყურებოდი.

იმდენად პატარა ვიყავი და ორგანიზმიც ამხელა ცვლილებისთვის მოუმზადებელი იყო, რომ უბრალოდ ძალიან დაისტრესა და ამის შედეგად ძალიან ბევრი მოვიმატე.

არც მინდა ამ ციფრის თქმა - პლუს ერთი ადამიანი მოვიმატე.

ყოველთვის მიმახვილებდნენ წონაზე ყურადღებას, რაც ძალიან მაწუხებდა, მიქმნიდა დისკომფორტს და უხერხულობას. ჩემზე მეტად ხომ არავის უნდოდა ამ ზედმეტი კილოგრამების დაკლება. ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც ასე უტაქტოდ მითხრა - „როგორ“ გავსუქდი“,- იხსენებს ჯამბურია.

როგორც თიკა ამბობს, მამრობითი სქესის მხრიდან კომპლიმენტები მაშინ უფრო ჰქონდა, როცა წონაში იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სასურველი ფინანსური კუთხით გადაწყვეტილების მიღება და დიდი შენაძენების განხორციელება“ - 1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ანუკი არეშიძე იუბილარია - დიზაინერს მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს

⭕„საოცარი ბავშვია, პლასტიკით და არტისტიზმით“ - თეა წულუკიანი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს