Digest Logo

„სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები?!“ - ცნობილია, რის გამო გარდაიცვალა ბათუმში ახალგაზრდა გოგო

1751372386
 ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ

ბათუმში ახალგაზრდა გოგო, სალომე ჩოგაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.

„გლოვობს ჩემი ბათუმი... გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე თამუნა ჩოგაძე... სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა... მიწისთვის მენანები.. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები?! ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...“, - წერს შოთო სიხარულიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც უტაქტოდ მითხრა, თუ როგორ გავსუქდი“ - როგორ დაძლია თიკა ჯამბურიამ წონასთან დაკავშირებული გამოწვევები

🎥 „სამუდამოდ მადლობელი ვარ ამ მომენტისთვის“ - ნუცა ბუზალაძემ ლეგენდარული იანკის სტადიონზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა

🎥 „ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვები, საოცარი არტისტიზმით“ - ევა და ანამარია ბუთიაშვილების შესრულებული „ტოლი ნახე“, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო