2026 წლის 26 თებერვლიდან 20 მარტამდე მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის თევზების ნიშანში. ასტროლოგიური ინტერპრეტაციის მიხედვით, მერკური პასუხისმგებელია აზროვნებაზე, კომუნიკაციაზე, ინფორმაციის გავრცელებაზე, კომერციაზე, მოგზაურობასა და განათლებაზე. აღნიშნული პერიოდი, ტრადიციულად, ძველი საკითხების გადახედვასა და გადაფასებას უკავშირდება.
ასტროლოგთა განმარტებით, მერკური თევზების ნიშნის 23-ე გრადუსიდან დაიწყებს უკუსვლას და მე-9 გრადუსამდე დაბრუნდება, რის შემდეგაც კვლავ პირდაპირ მოძრაობას განაგრძობს. „ლუპის“ ეფექტი, მათი შეფასებით, სიმბოლურად მიუთითებს წარსულ თემებთან დაბრუნებაზე, გადაუჭრელი საკითხების დასრულებაზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვაზე.
პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა რევიზიისთვის, ძველი პროექტების დასრულებისთვის და ურთიერთობებში გაუგებრობების გარკვევისთვის. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ რეტროგრადულობა შიშის საფუძველი არ არის და მას უფრო შესაძლებლობად განიხილავენ, ვიდრე საფრთხედ.
„26 თებერვალი - 21 მარტი
ძვირფასი რეტროგრადიული მერკურის პერიოდი იწყება, რა დროსაც ყველანაირი სიგიჟე ერთდროულად იყრის თავს და ზედაპირზე ტალღასავით ამოდის, განსაკუთრებით იმ დაბნელების დერეფნის ფონზე რომელშიც ვიმყოფებით - იმატებს ნოსტალგია, ფიქრები წარსულზე და ადამიანებზე რომელიც უკან დავტოვეთ.
ხშირ შემთხვევაში ბრუნდებიან ისინი სხვადასხვა დასასრულებელი მისიით.
ურთიერთობებში იწყება გაუგებრობები, რომლის გადალახვის შემთხვევაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
იმატებს ემოციური ფონი.
მეორდება ძველი სცენარები.
ტექნიკის პრობლემები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ სახლში ყურადღება რომ არაფერი დაგრჩეთ ჩართული.
მაღალია ალბათობა შეცდომების, რომელიც შეიძლება გაიპაროს თქვენს მიერ ან შემოთავაზებულ საბუთებში, ყველაფერი გადაიკითხეთ ორჯერ.
და საერთოდ უმჯობესია, თუ მოვერიდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს და გადაწყვეტილებებს ამ პერიოდის მანძილზე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: