Digest Logo

🎥 „ნა­ნის ჩრდილ­ქვეშ ყოფ­ნა რთუ­ლია...“ - ეკა მამალაძე პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე

1791285438
ეკა მამალაძე

მომღერალმა და მუსიკოსმა ეკა მამალაძემ „ამბები.ge-სა“ და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, „სახალხო ინტერვიუს“ ეთერში, ოჯახზე, მუსიკალურ კარიერასა და პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დედის, ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ ყოფნა მისთვის ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ასაკმა და გამოცდილებამ საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულობა შემატა.

მოქალაქე დავითისგან კითხვა მომღერალს: როგორია, როდესაც ერთ სცენაზე სამი თაობა დგას - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე? რას გრძნობთ ამ დროს, როგორც მომღერალი, როგორც დედა და, თუნდაც, როგორც შვილი?

ეკა მამალაძე: დღესაც ვფიქრობ, რომ ნანის ჩრდილქვეშ ყოფნა რთულია. თუმცა ასაკმა რაღაცები დაალაგა ჩემს დამაჯერებლობაში, ჩემს მუსიკალურ პროფესიონალიზმში. შინაგანად უფრო გავძლიერდი და ვფიქრობ, ეს კომპლექსი აღარ მაქვს. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემს პროფესიაში მეც რაღაცას წარმოვადგენ. ეს ასაკმა და გამოცდილებამ მომცა. ამ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ემატება გემოვნება და დედის რჩევები.

ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ამხელა მაყურებლის წინაშე დგახარ და სცენაზე სამი თაობა გამოდის. გამოსვლისას რას ვგრძნობ, ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც ყველაფერი მთავრდება და შენ შეასრულე, მაყურებლისგან ისეთი სიხარული და შეფასება მოდის, რომ ამით ბედნიერი ხარ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „განახლდება მივიწყებული ან დიდი ხნის უთქმელი საკითხები...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „შიმშილის რეჟიმი“ ცხიმის წვას არ აჩერებს...“ - საუზმის გამოტოვება და შიმშილი: კოტე თოდუა წონაში კლების პოპულარულ მითებზე

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 5-11 ოქტომბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

წყარო: www.ambebi.ge

✕