Digest Logo

🎥 ვენერა და მარსი ზოდიაქოს ნიშნებს იცვლიან: როგორ მოვემზადოთ 2 აპრილის ახალმთვარეობისთვის? - მარიამ შუკაკიძის რეკომენდაციები

1775027499
მარიამ შუკაკიძე

რა გავლენა აქვს ვენერასა და მარსის ზოდიაქოს ნიშნების ცვლილებას და როგორ მოვემზადოთ 2 აპრილის ახალმთვარეობისთვის? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

რა გავლენას მოახდენს პლანეტების: მარსის და ვენერას ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება ადამიანებზე?

მარიამ შუკაკიძე: ვენერა არის პლანეტა, რომელიც მართავს სიყვარულს და ფინანსებს. მარსი კი არის ბრძოლის პლანეტა. როდესაც ეს ორი პლანეტა იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული გავლენა ყველა ადამიანზე. ეს არის პირადი პლანეტები.

30 მარტს შეიცვალა ვენერამ ზოდიაქოს ნიშანი. ანუ შევიდა კუროში, ვერძში გვქონდა წინა პერიოდში. მარსი კი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს 9 აპრილს და გადავა ვერძში. ეს იქნება მარსის და ვენერას ძალიან ძლიერი მდებარეობა. ამიტომ ეს მოვლენა გვაძლევს შანსს განვახორციელოთ ფინანსური ინვესტიციები და გადავდგათ მყარი ნაბიჯები. ასევე უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.

ვინაიდან ვენერა შევიდა კუროში, კუროს დაუდგება ფინანსურად კარგი პერიოდი. ასევე კარგია ურთიერთობებისთვის. კუროსთან ერთად შეეხება ქალწულებსა და თხის რქებს - მიწის სტიქიის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება მარსის ნიშნის ცვლილებას - ის არის ბრძოლის და მიზნის მიღწევის პლანეტა. ამიტომ სიბობოქრე შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. კარგი იქნება გავაქტიურდეთ და დავკავდეთ სპორტით. აუცილებელია ენერგიების ხარჯვა, რადგან განწყობა კონფლიქტებში არ გადავიდეს.

შემოქმედებითი პერიოდია, თუმცა ვერძის ენერგიები რომ შემოვა ჩვენ გავხდებით უფრო შეუპოვრები. განსაკუთრებით ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.

საპირისპირო პერიოდია სასწორისთვის. ისედაც აპრილის ბოლომდე აქვთ ენერგიების დაქვეითების პერიოდი. სხვა ნიშნებზე დიდად არ იმოქმედებს. თუ შეგიძლიათ სასწორები ზედმეტი პასუხისმგებლობები თავზე არ აიღოთ. არ აჰყვეთ კონფლიქტებსა და პროვოკაციებს. ჰაერის ნიშნებიდან შედარებით ცუდი პერიოდია მხოლოდ სასწორისთვის.

მორიელს ვურჩევ ფინანსურ ხარჯებთან ფრთხილად იყოს, რადგან კურო ოპოზიციური ნიშანია. თევზებისთვის კი კარგი პერიოდია.

2 აპრილის სავსემთვარეობა და მარტივი რიტუალები, რომელიც ამ დღეს უნდა შევასრულოთ:

მარიამ შუკაკიძე: სავსემთვარეობა გვექნება 2 აპრილს. ამიტომ 3 და 4 აპრილსაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ამ მოვლენის ენერგიები სხვა დღეებზეც ნაწილდება. შენაძენებს და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერას მოვერიდოთ. სავსემთვარეობა საკრალური დღეა, ამიტომ ჩვენი წინაპრებიც ერიდებოდნენ საქმეების კეთებას ამ პერიოდში.

კარგი იქნება სავსემთვარეობას გავაკეთოთ ენერგეტიკული წმენდები:

აიღეთ სუფრის მარილი, არ არის რეკომენდებული ზღვის ან იოდიზებული მარილი. უნდა იყოს სუფრის აუცილებლად. თუ აბაზანა გაქვთ, კარგი იქნება დაყაროთ მასზე და დაწვეთ, რადგან შეისრუტავს ნეგატიურ ენერგიას. თუ არ გვაქვს, შეგვიძლია ბანაობის დროს დავიყაროთ ტერფებზე. 

ასევე შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე თანხა, რა თანხა გვინდა მოვიზიდოთ. ციფრები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას. უნდა იყოს თანხა, რომელიც გჭირდებათ და პოტენციურად, შეგვიძლია მივიღოთ. შეგიძლიათ ამ დროს დაანთოთ სანთელიც. ვალუტაც მიაწერეთ აუცილებლად. დაკეცეთ და შეინახეთ. თუ აივანი გაქვთ გადით აივანზე და სთხოვეთ მთვარეს რომ გინდათ ეს თანხა. ან შეგიძლიათ თქვათ „მაქვს ეს თანხა და მადლიერი ვარ“. სანამ არ მოგივათ ეს თანხა, მანამ შეინახეთ ფურცელი. მიღების შემდეგ გადააგდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას

⭕„პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას...ამ დროს რთულია მოახერხო თავის შეკავება“ - რას პასუხობს „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს

⭕ შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე: „მომატყუეს და პასუხიც არ გამცეს“