Digest Logo

ვენერა - მარსი - პლუტონის შეერთება საბოლოოდ 9 მარტს ამოიწურება და შესაბამისად ბირთვული კატასტროფის საშიშროებაც აღარ გვექნება - რა პროგნოზი აქვს ასტროლოგს

1645985439
ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ვენერა - მარსი - პლუტონის შეერთება თავის პიკს 3 მარტს აღწევს, მერე თანდათან დაშლაზე წავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბირთვული კატასტროფის საშიშროებაც აღარ გვექნება.

„მარსისა და პლუტონის შეერთება, რომელიც ახლა ცაზე გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალზე არასაურველ სცენარს შესაძლოა ნიშნავდეს, მათ შორის ბირთვული შეტევის ვარიანტსაც, მაგრამ საბედნიეროდ ამ შეერთებას ჰყავს მესამე წევრიც - ვენერა, რომელიც ასტროლოგიაში დიპლომატიის თემას განკარგავს.

მიუხედავად იმისა რომ მარსი ძალიან ძლიერია თხის რქაში და არანაკლები გახლავთ პლუტონიც, მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ ვენერა თავის ფუნქციას შესარულებს. აბა, ტყუილად ხომ არ დგას აქ... თანაც, არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ ამ სამეულის შეერთებას ერთგვარ განმუხტვას ნეპტუნისაგან წამოსული ჰარმონიული ასპექტიც (სექსიტილი) უმატებს, რომელიც, თავის მხრივ მზესთან და იუპიტერთან არის შეერთებული.

და მართალია, ნეპტუნი შესაძლოა რაღაც ფარსიც კი იყოს, სამაგიეროდ იუპიტერი მორალური ფასეულობები, უვხოეთიდან მიღებული დახმარება და უმაღლესი კლასის დიპლომატიაა.

ვენერა - მარსი - პლუტონის შეერთება თავის პიკს 3 მარტს აღწევს, მერე თანდათან დაშლაზე წავა. საბოლოოდ 9 მარტს ამოიწურება და შესაბამისად ბირთვული კატასტროფის საშიშროებაც აღარ გვექნება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ომზე ინერვიულა და გული გაუჩერდაო“ - ბათუმელი კოლორიტი გიორგი დიასამიძე გარდაიცვალა

🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი

🔵„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი

🔵„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ