კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უკრაინაში მყოფი სუხიშვილების მოცეკვავეების შესახებ წერს.
შექმნილი სიტუაციის გამო ანსამბლი იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს.
„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს.
როგორც იცით დღეს იწყებოდა სუხიშვილების დიდი საკონცერტო ტური უკრაინაში. შექმნილი სიტუაციის გამო ანსამბლი იძულებულია დაბრუნდეს სამშობლოში.
„უახლოეს ორ საათში დავიძრებით პოლონეთის საზღვრამდე, რადგან ჩვენი ავტობუსები პოლონურია, ახლა ცდილობენ მწვანე დერეფნის გაკეთებას ჩვენთვის, უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე და ველოდებით საიდან და როდის შევძლებთ გამოფრენას.“
უფალი ფარავდეთ მათ“,- წერს დავით ოქიტაშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ ეხმაურება ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს
🔵„ამ საერთო ემოციების ფონზე, რაგბის თამაში ჯობია მართლა გადაიდოს“ - რას წერს ნოე სულაბერიძე