პოეტური ასტროლოგია:
♏️ ვენერა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში - სიყვარული, რომელიც გარდაგვქმნის.
🪷 არის სიყვარული, რომელიც უბრალოდ გვაბედნიერებს..
და არის სიყვარული, რომლის შემდეგაც იგივე ადამიანი აღარ ვართ...
ვენერა მორიელში სწორედ ასეთ სიყვარულზე გვიყვება.
♀️ ვენერა ამბობს: „მიყვარხარ“.
♏️ მორიელი ეკითხება: „მაგრამ რამდენად ღრმად შეგიძლია გიყვარდეს? შეგიძლია შემომყვე იქ, სადაც ნიღბები აღარ არსებობს?“. აქ სიყვარული ზედაპირზე ვერ ჩერდება.... ის ჩადის ჩვენს ყველაზე ფარულ ოთახებში იქ, სადაც მიტოვების შიში ცხოვრობს, სადაც ძველი ღალატი ჯერ კიდევ გვტკივა, სადაც მიჯაჭვულობას სიყვარულს ვარქმევთ, სადაც გვინდა ადამიანი იმდენად გვქონდეს, რომ ზოგჯერ გვავიწყდება სიყვარული ფლობა არ არის....
🪷ვენერა მორიელში სიყვარული სარკე ხდება.
🔷️ შენ მეორეში მხოლოდ მას აღარ ხედავ, საკუთარ თავს ხედავ, შენს შიშს, შენს სურვილს, შენს დაუცველობას, შენს ძალას, შენს ჩრდილს და სწორედ აქ იწყება ტრანსფორმაცია...
🪷🍁 ამიტომ ტრანსფორმაციული სიყვარული ყოველთვის ერთად დარჩენას არ ნიშნავს.. ზოგჯერ სიყვარული გვასწავლის დარჩენას, ზოგჯერ კი გაშვებას და ბოლოს, ვენერა მორიელში ერთ კითხვას გვიტოვებს: „ვინ ვხდები მე, როცა მიყვარს?".
🍁თუ სიყვარული შენში უფრო ნამდვილ ადამიანს აჩენს, იქნებ სწორედ ეს არის მისი ყველაზე ღრმა მისია...
🙏 ბედნიერი ტრანსფორმაცია სიყვარულს.
ასევე დაგაინტერესებთ: