Digest Logo

🎥 ვენერა ქალწულში, მარსისა და ურანის ტანდემი: რა ცვლილებებს გვიმზადებს უახლოესი პერიოდი? - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1783408480
ქეთი ოდიშელი

ვენერას ქალწულის ზოდიაქოში გადასვლა და მარსისა და ურანის ენერგიული ტანდემი ასტროლოგების შეფასებით, უახლოესი დღეების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენად მიიჩნევა. ეს პლანეტარული ცვლილებები ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობებზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და მოულოდნელ მოვლენებზე, რაც ბევრისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი შეიძლება გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„მიმდინარე კვირაში გვაქვს შესვენება და მომდევნო კვირაში სიახლეები. პლანეტა ნეპტუნი გახდა უკან მავალი, კარგი იქნება თუ გზებზე ვიქნებით ფრთხილად. კარგი იქნება არომატული ზეთების გამოყენება, რომლებიც გონებას აფხიზლებენ.

ურანისა და მარსის ტანდემი გვაქვს, უახლოვდებიან ერთმანეთს. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ შესაძლოა მშვიდად ჩაიაროს ამ პერიოდმა, თუმცა კარგი იქნება ყველამ იაქტიუროს ამ პერიოდში. ივარჯიშონ და კარგი იქნება განმუხტვა მოვახდინოთ, გავუშვათ ნეგატივი. ტექნიკასთან იყავით ფრთხილად, არის ავარიების ალბათობა.

ამ კვირის მთავარი მესიჯი: სიყვარულის პლანეტა ვენერა გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ცოტა ბუნდოვანი პერიოდი იყო, შესაბამისად არეულ პერიოდს გააცოცხლებს. ადამიანებისთვის ეს კარგი ამბავია, რადგან დალაგების პერიოდი გვაქვს.

ურთიერთობებში უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ნერვული გაღიზიანების ალბათობა დიდია. შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. შესაძლოა ძველი ურთიერთობები დაბრუნდეს. არ გადახვიდეთ ტოქსიკურობაში“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო...“ - გიორგი ნიკოლავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🎥 „მე ყველაფერი გავეცი რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

⭕ „თუ ჩემი და ღვთის ნება ერთმანეთს ასცდა, დამთავრებულია ჩემი საქმე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე