„დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობა არის, გამოსვლები გაგრძელდება. საჭიროა სიფრთხილე, ნუ იქნებით კონფლიქტურები, არ გაარჩიოთ საქმეები, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კარგია ის, რომ გასწორდა პლანეტა მერკურის ზეგავლენა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი იდეა, პროექტი, ჩამოვაყალიბოთ, ურთიერთგაგება გაძლიერდება. თუმცა საერთო ემოციური ფონი და დაძაბულობა ჯერ კიდევ იქნება.
არ აჰყვეთ ნეგატიურ ტენდენციებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ არხზე განაცხადა.
გარდა ამისა, მან მიმდინარე კვირის დღეების ასტროპროგნოზზეც ისაუბრა.
„ორშაბათი - გეომაგნიტური დღეა, ამიტომ თუ დისკომფორტი იგრძენით, თავის ტკივილი გაიზომეთ წნევა. ნუ დაგეგმავთ ნურაფერს, ახლობლების მიმართ მეტი მოთმინება და თანადგომა გამოავლინეთ. გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისაგან. პარტნიორულ ურთიერთობაში მოიმატებს უფრო თავქარიანობა და პრეტენზიულობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელი და კანის არე. კარგი დღეა ვერძისთვის, მერწყულისა და მშვიდლოსანისთვის.
სამშაბათი - გეომაგნიტური დღეა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმართულება დაკარგულ მთვარის პერიოდს. 14:45 საათიდან 24 საათამდე გასტანს იგი. ეს პერიოდი შეიძლება გახდეს მიზეზი ტრავმებისა, ავარიებისა. იყავით ყურადღებით. კარგი დღეა ნიჭის, შემოქმედებითი ნიჭის გამოსამჟღავნებლად. ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი. კარგი დღეა ტყუპების, ლომის და სასწორისთვის.
ოთხშაბათი - საკრარული დღეა, 2+5 ჯამში ნუმეროლოგიურად გვაძლევს 7-ს. მნიშვნელოვანია ილოცოთ, დალოცოთ სხვებიც, დიდი სულიერი ოსტატები სწორედ 25 დეკემბერს იბადებოდნენ. წარმატების ალბათობა არის, თუმცა აკონტროლეთ ამბიციები. სასიყვარულო ურთიერთობას დაამშვენებს საჩუქარი. ჯანმრთელობის კუთხით, სუსტდება შარდსასქესო რეპროდუქციული სისტემა, ცხვირის ზონა. კარგი დღეა ქალწულისთვის და კირჩხიბისთვის.
ხუთშაბათი - დაძაბული დღეა, ეცადეთ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ, მაღალია ამპარტავნობის, გადამეტებული სიამაყის, თვით განდიდების საფრთხე. ნუ იქნებით ეჭვიანი, სარკასტული და წყენიანი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო რეპროდუქციული სისტემა. ვენერიული დაავადებების ალბათობა მაღალია, ამიტომ მოერიდეთ საეჭვო ინტიმურ კონტაქტს. კარგი დღეა მორიელის და თხის რქისთვის.
პარასკევი - გეომაგნიტური დღეა და თან გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის ზონა. ტრავმების და ავარიების საფუძველი იქნება, ამიტომ ფრთხილად გზასთან, შეამცირეთ კონტაქტები. მაღალია თვალის აღების, აურის დაბინძურების ალბათობა. მოერიდეთ ხალხის მასებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო რეპროდუქციული სისტემა. ვენერიული დაავადებების ალბათობა მაღალია. დადებითი დღეა კუროსთვის და თევზებისთვის.
შაბათი - გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას. კარგი იქნება სუნთქვითი ვარჯიში, წყლის პროცედურები. ჯანმრთელობის კუთხით, სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი. კარგი დღეა ვერძისთვის, ტყუპების და ლომისთვის.
კვირა - ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რისი ალბათობაც მაღალია. იყავით სულგრძელები. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები,წყლის პროცედურები. ჯანმრთელობის კუთხით, სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი. ყველაზე კარგია სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულისთვის.
ვისაც თმის შეჭრა სურს, ერთადერთი დღეა 27 დეკემბერი, პარასკევი, დანარჩენი დღეები ამისთვის არ ვარგა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: