Digest Logo

ბადრი ვადაჭკორია 79 წლის გახდა - „მადლობა ვინც მომილოცავთ და განსაკუთრებით ჯანის სიმრთელეს მისურვებთ“

1780038251
ბადრი ვადაჭკორია

ცნობილი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა.

ის წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტომემატიანე გახლდათ და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ის ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.

ფოტოხელოვანი დღეს, 29 მაისს 79 წლის გახდა. მან თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა:

„დღეს, 29 მაისია, დილის 3 საათი და 30 წუთია რაც ჩემი 79-ე დაბადების დღის ათვლა დაიწყო, ყველას უსაზღვრო მადლობა ვინც დაბადების დღეს მომილოცავთ და განსაკუთრებით ჯანის სიმრთელეს მისურვებთ...

მადლობა, მიყვარხართ!“, - წერს ბადრი ვადაჭკორია. 

ამავე თემაზე: 

„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს

„მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ისეთი ფოტოები, რომლებსაც თქვენთან ერთად მეც პირველად ვხედავ...“ - ბადრი ვადაჭკორია პატრიარქზე

„ჩემს პატრიარქს ანაზღაურების გარეშე ვემსახურებოდი, ბოლოს მითხრა, იმდენი კარგი საქმე გაქვს გაკეთებული, 120 წლამდე იცოცხლებო“ - პატრიარქის პირადი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას მოგონებები