Digest Logo

🎥 „ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია ცხოვრების ამ ეტაპზე და ტონუსში ვარ...“ - ნინი ქარსელაძემ ფონდი დააარსა, რაც ონკოპაციენტებს დაეხმარება

1780039479
ნინი ქარსელაძე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარი ცხოვრების შესახებ სიახლეებს სწორედ ამ გზით უზიარებს გულშემატკივრებს. 

ამჯერად, ნინი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრების სიახლეზე ისაუბრა. მან ონკოპაციენტების დასახმარებლად ფონდი დააარსა:

„ონკოპაციენტებს, ვისაც ვეხმარები ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია ცხოვრების ამ ეტაპზე და ტონუსში ვარ მაშინ, როცა ვიცი, ვიღაცას რაღაცაში შეიძლება გამოადგეს ჩემი გამოცდილება. 

ახლა ვაკეთებ ფონდს, ძალიან რთულ და სენსიტიურ თემას შევეხე. 6 წელია მინდა დავიწყო და გავაკეთო, მაგრამ ძალიან ვფრთხილობ. მიზეზი რატომაც იწელება ამ ფონდის დაარსება არის საბუთები, რაც მინდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და ყველა პუნქტი, რაც მატერიალურ მხარეს ეხება იყოს იმდენად ზუსტად გაწერილი, რომ ერთი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, არავისთვის. შესაბამისად, ამიტომ გამეწელა, თორემ ამ ფონდის ირგვლივ ბევრი რამ გაერთიანდება, არამარტო ონკოლოგების დახმარება, არამედ ფსიქოლოგები. მინდა უცხოელი ექიმების ჩამოყვანა. 

ვნახოთ რა გამოვა, მთავარია დავიწყე“, - ამბობს ნინი ქარსელაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბადრი ვადაჭკორია 79 წლის გახდა - „მადლობა ვინც მომილოცავთ და განსაკუთრებით ჯანის სიმრთელეს მისურვებთ“

„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს

„მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ისეთი ფოტოები, რომლებსაც თქვენთან ერთად მეც პირველად ვხედავ...“ - ბადრი ვადაჭკორია პატრიარქზე