
„ფინანსების ერთ-ერთი მმართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც ახლა იმყოფება მერწყულში, ამიტომ გვყავს სამი ფავორიტი ნიშანი: მერწყული, ტყუპები და სასწორი.
20 მარტის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება. მერწყულში ვენერა ითხოვს მეტ თავისუფლებას, სპონტანურობას, ორიგინალურობას, რათა ფინანსური ენერგიები მოვიზიდოთ. მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, საიდანაც კარგი თანხები მოვა.
ჟურნალისტებს, პრესის წარმომადგენლებს მარტში უკეთესი პერსპექტივები ექნებათ. ვენერაა უკუმავალი, ანუ რეტროგრადული და მარტის ბოლოს გადადის თევზებში. აპრილისკენ ფინანსური კუთხით ფავორიტი ნიშნები იქნებიან კირჩხიბები, თევზები, მორიელები.
ახლა შანსია, რომ ვალები დაგიბრუნდეთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.
რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ ფინანსურ პერსპექტივებს, ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇
ვერძი - გჭირდებათ მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან, კომპიუტერთან, საიდანაც ძალიან კარგ ფინანსებს მიიღებთ.
კურო - მშენებლობის ფართო სპექტრთან უნდა გქონდეთ კონტაქტი, აქ კარგი შანსები გაქვთ. აგრო ბიზნესში, ფლორისტიკა, ან ღრმა აგროსფერო მოგცემთ წარმატების შანსს. შეიძლება ახალი თანამდებობაც დაიკაოთ.
ტყუპები - სამყარო, კოსმოსი პირდაპირ გეუბნებათ რომ იაქტიუროთ. საჭიროა მოქმედება ინტერნეტთან, ხელშეკრულებებთან, ბიზნესთან, მივლინებასთან. მეტი კონტაქტი უცხოელებთან.
კირჩხიბი - კარგი პერიოდია, რადგან პარტნიორები გეხმარებიან. ერთობლივი, ფინანსური თანამშრომლობა იქნება ძალიან წარმატებული.
ლომი - თქვენთვის მთავარია პარტნიორული ურთიერთობა, თუ ეს თანამშრომლობა აეწყობა, მიიღებთ ფინანსურ დივიდენდებს.
ქალწული - შემოსავლის მთავარი წყარო გაქვთ მედიცინაში. თუ ხართ საინჟინრო, კომერციულ, საბანკო სფეროში იქნება წარმატებები.
სასწორი - მთავარი სფეროა აზარტული თამაშები, რაც მოგებიანი იქნება და აუცილებლად მოიგებთ, მაგრამ ძალიან ნუ შეტოპავთ.
მორიელი - ფინანსური თვალსაზრისით წარმატება გექნებათ კომერციულ, საბანკო, არქეოლოგიურ, გეოლოგიურ სფეროში. ფსიქოლოგიაში თუ ხართ ჩართული, აქაც ძალიან კარგი დივიდენდების მიღების შანსი გაქვთ.
მშვილდოსანი - თქვენ რაც შეიძლება მეტი უნდა იმოძრაოთ, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, თანამშრომლობა, რაც ფინანსებს მოგიტანთ.
თხის რქა - საბანკო, ეკონომიკური სფერო ძალიან წარმატებულია. საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ბიზნესი, პოლიტიკური სფეროებიდან მიიღებთ ფინანსებს.
მერწყული - თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი მეთოდების დანერგვა იქნება ფინანსების მომტანი ფაქტორი. ადრეული საქმეებიდანაც შეიძლება მიიღოთ დივიდენდები და ძველი ვალების დაბრუნების პერსპექტივებიც გაქვთ.
თევზები - ყველაზე წარმატებული ხართ პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნების ფართო სპექტრში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ დაიპყრო მილანის მოდის კვირეული ქართველმა მოდელმა - ეკა ყიფიანის ისტორია