
სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის ორგანიზმის მიერ სტრესის „მონელების“ უნარი დამოკიდებულია იმ ენერგეტიკულ პოტენციალზე, რომელიც ჰქონდა ადამიანს სტრესის მიღებამდე. გარდა ამისა, სტრესზე პასუხი დაკავშირებულია ხასიათის იმ თავისებურებებთან, რომლებიც ყველასათვის ინდივიდუალურია.
ადამიანები სტრესთან გასამკლავებლად სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, ერთ-ერთია იოგა.
ვარჯიშები დაძაბულობის საწინააღმდეგოდ გადაცემაში „შუადღე“ ფსიქოლოგმა ლაშა პაპაშვილმა პრაქტიკულად გვაჩვენა:
„იოგა გვეხმარება იმაში, რომ ქვემოდან ენერგიები ამოაქვს ზევით. ხშირი პრობლემაა ის, რომ ხერხემალი არის მოხრილი. ამისთვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები. იოგაში ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვა, ასანაში მივდივართ და ამაში ვსუნთქავთ. კონცენტრაცია მიგვაქვს დაჭიმულ ადგილზე და იმაში ვსუნთქავთ. ვსუნთქავთ მხოლოდ და მხოლოდ ცხვირით“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, რა სიცოცხლე ბავშვია“ - ნინო თოლორდავა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს