
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, გაძლიერებული იქნება დღეს ინტუიცია. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
ეცადეთ დღეს საკუთარ ემოციებს მეტი კონტროლი გაუწიოთ, არ აჰყვეთ ზედმეტ ემოციებს და იყავით მომთმენები.
♉ კურო
წარმატებული დღე გელოდებათ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც სწორად გიკარნახებთ ყველაფერს.
♊ ტყუპები
ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ დაუშვათ შეცდომები. არ არის კარგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
♋ კირჩხიბი
შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან, არის იმის ალბათობაც, რომ მცირე კონფლიქტი გქონდეთ. არ არის სასუველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება.
♌ ლომი
დღის პირველი ნახევარი სჯობს მშვიდად გაატაროთ, მეორე ნახევარი კი უფრო აქტიურია და აქ შეგიძლიათ იმოქმედოთ.
♏ ქალწული
უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად და არ გაითვალისწინოთ სხვების რჩევები. არ არის სასურველი თქვენი საიდუმლო სხვას გაუმხილოთ.
♎ სასწორი
ქაოტური დღეა, შეიძლება მოგიწიოთ სხვისი პრობლემების მოგვარება. არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება.
♏ მორიელი
დღეს თითქოს ზედმეტად ნერვიულობთ წვრილმანების გამო, ეცადეთ ახალი მეთოდი სცადოთ თქვენი პრობლემების გადასაჭრელად.
♐ მშვილდოსანი
არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
♑ თხის რქა
არ არის სასურველი დღევანდელი დღის დაგეგმვა, რადგან არის ალბათობა რომ ცვლილებები მოხდეს და უმჯობესია ახალი დღის განრიგს მოერგოთ, ეს უფრო წარმატებული იქნება.
♒ მერწყული
იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები, რადგან ეს თქვენთვის აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება. ეცადეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ, რადგან არის ალბათობა იმისა, რომ შეცდომა დაუშვათ.
♓ თევზები
წარმატებული დღეა, იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები. მეტად დაეყრდენით საკუთარ თავს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ აირიდოთ იმედგაცურება თავიდან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ივა კუზანოვი იუბილარია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ნადირაძე
⭕„ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს