Digest Logo

„ვინც ამ დღეს წვრილმანებზე იკამათებს და ცხოვრებაზე იწუწუნებს, მისთვის ენერგიის ნაკადი უბრალოდ დაიხურება“ - რა მოხდება 8 აგვისტოს ცის კაბადონზე

1786023968
ლომის კარიბჭ

8 აგვისტოს, პიკს აღწევს კოსმოსური ენერგიის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც ეზოტერული ტრადიცია „ლომის კარიბჭის“ პორტალს უკავშირებს.

ასტროლოგები, ნუმეროლოგები და ეზოტერიკოსები ამ თარიღს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა 2026 წელი ამ მოვლენას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ცაზე ერთდროულად იკვეთება რამდენიმე ძლიერი ასტროლოგიური და სიმბოლური ფაქტორი რომლებიც, ახალი ციკლის დაწყებისა და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მეტ მასშტაბს სძენს.

არსებობს ვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ადამიანს თითქმის მივიწყებული აქვს, არადა, 4000 წლის წინ მთელმა ცივილიზაციამ საკუთარი არქიტექტურა, კალენდრები და რელიგია სწორედ მის გარშემო შექმნა. ეგვიპტელები მას სოპტეტს უწოდებდნენ. ჩვენ მას სირიუსის სახელით ვიცნობთ - ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს მზეზე ორჯერ დიდი და 25-ჯერ უფრო მანათობელია.

ყოველ წელს, აგვისტოს დასაწყისში, 70-დღიანი სრული გაუჩინარების შემდეგ, სირიუსი გამთენიისას ჰორიზონტზე პირველად ჩნდება. ძველი ეგვიპტელები ამ მოვლენას ჰელიაკურ ამოსვლას უწოდებდნენ და სწორედ ამ მომენტზე იყო გასწორებული ხეოფსის დიდი პირამიდის სავენტილაციო ლილვებიც. არა მიახლოებით, არამედ ზუსტად, გრადუსის სიზუსტით. მათ ათწლეულები და ათასობით ადამიანის სიცოცხლე დახარჯეს იმისათვის, რომ ეს მომენტი ქვაში სამუდამოდ აღებეჭდათ.

რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ის, რის გაგებაც ჩვენ ახლა ვიწყებთ. როდესაც სირიუსი ბრუნდება, მასსა და დედამიწას შორის პირდაპირი ენერგეტიკული არხი იხსნება. ძველად მას ღმერთების კარიბჭეს უწოდებდნენ, თანამედროვე მკვლევრები კი მას აგვისტოს გეომაგნიტურ ანომალიას უწოდებენ. სახელები განსხვავებულია, მაგრამ არსი - ერთი.

8 აგვისტოს ეს ენერგეტიკული არხი თავის პიკს აღწევს, 2026 წელს კი მას კიდევ უფრო აძლიერებს იშვიათი პლანეტარული კონფიგურაციები. ეს არა ღია კარიბჭე, არამედ, ფართოდ გაღებული პორტალია.

ნუმეროლოგიაში ერთნაირი ციფრების განმეორება მათ ძალას და მოქმედებას აორმაგებს. ციფრი „რვა“ სამყაროს მთავარი კანონის - გაცემისა და მიღების სიმბოლოა: რასაც გასცემთ, ზუსტად იმასვე იბრუნებთ. 8 აგვისტოს კი, როდესაც ორი რვიანი ერთმანეთს ხვდება (8.08), ეს კანონი ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად იწყებს მუშაობას. ამ დღეს თქვენს ყოველ ნაბიჯსა და მის შედეგს შორის დროის ბარიერი თითქმის ქრება - პასუხს მყისიერად მიიღებთ.

თუ ჩვეულებრივ წყალში ნასროლი ქვის ტალღებს თვეები სჭირდება ნაპირამდე მისაღწევად, ამ დღეს ნაპირი იმდენად ახლოსაა, რომ ტალღა წამში ბრუნდება. ეს ორმხრივი პროცესია. თუ იმოქმედებთ სუფთა განზრახვითა და შექმნის სურვილით, შედეგიც სწრაფი და პოზიტიური იქნება. თუ ნაბიჯს შიშით, შურით ან მიტაცების სურვილით გადადგამთ, პასუხიც ისევე მკაცრად და ზუსტად დაგუბრუნდებათ. ეს დღე არ განსჯის - ის უბრალოდ სარკესავით აირეკლავს თქვენს რეალურ სახეს.

სიუხვე მხოლოდ ფული არ არის - ეს არის ენერგიის ერთიანი ნაკადი.

სიუხვე - ამ სიტყვის გაგონებაზე ბევრს მხოლოდ ფული ახსენდება, თუმცა ციფრი „რვა“ ზოგადად ცხოვრებისეულ ნაკადს მართავს: ფულს, ჯანმრთელობას, ურთიერთობებსა და ახალ შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი ერთი და იმავე ენერგიის სხვადასხვა ფორმაა.

8 აგვისტოს ეს ნაკადი ან სრულად გაიხსნება, ან საბოლოოდ ჩაიკეტება - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განწყობით დაიწყებთ დღეს. ვინც ამ დღეს შფოთვით გაიღვიძებს, ნეგატიურ ამბებს გაეცნობა, წვრილმანებზე იკამათებს და ცხოვრებაზე იწუწუნებს, მისთვის ენერგიის ნაკადი უბრალოდ დაიხურება. სამყარო კი არ დასჯის მათ, არამედ თავადვე გადაკეტავენ ამ არხს. ვინც ამ დღეს სრულიად გაცნობიერებულად, მადლიერებითა და მოქმედების სურვილით, შთაგონებით და სიხარულით შეხვდება, სწორედ მათთვის გახდება 8 აგვისტო გარდამტეხი წერტილი, რის შემდეგაც ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით განვითარდება. არჩევანი თქვენზეა.

2026 წლის ენერგეტიკულ სურათს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ფაქტორი აძლიერებს - იუპიტერის მოძრაობა ლომის ნიშანში. ასტროლოგიაში იუპიტერი გაფართოების, განვითარების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის პლანეტად მიიჩნევა. სადაც ის მოძრაობს, იქ მოვლენები მასშტაბს იძენს და ზრდის პოტენციალს ავლენს.

როდესაც იუპიტერის ეს ენერგია ლომის კარიბჭის სიმბოლიკას ემატება, იქმნება ძლიერი იმპულსი, რომლის მთავარი ამოცანა იდეების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებაა.

8 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებები განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, როდესაც ისინი შინაგანი რწმენიდან, შთაგონებიდან და გულწრფელად მოდის.

ასევე დაგაინტერესებთ:

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი