„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, ამ დღეს გაძლიერდება ინტუიცია, შეგრძნებები. არ არის სასურველი სარკეში დიდხანს ყურება, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენზე“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - შესაძლოა მძიმე დღე გქონდეთ ურთიერთობების კუთხით, გაგიჭირდებათ კომუნიკაცია, ამიტომ უთანხმოება ვისთანაც გქონდათ, თავი შეიკავეთ მათთან სასაუბროდ.
კურო - მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრები, ადამიანების გაცნობის შანსი გეძლევათ, გარდა ამისა მოგეცემათ შანსი ბოლომდე დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. დაიწყეთ ახალი საქმეები.
ტყუპები - საკმაოდ წარმატებული დღე გაქვთ, მოახერხებთ პოზიციების გამყარებას. მოიპოვებთ პატივისცემას სხვების თვალში. მნიშვნელოვანი შეხვედრები შეგიძლიათ დაგეგმოთ.
კირჩხიბი - მეტი დაკვირვება გმართებთ, შესაძლოა შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით.
ლომი - ყურადღება გაამახვილეთ წვრილმანებზე, ეს მოგიტანთ წარმატებას. რაც უფრო ორიენტირებული იქნებით პატარ-პატარა რაღაცებზე, უფრო მარტივად მიაღწევთ იმ დიდ მიზანს.
ქალწული - საინტერესო იდეები გაგიჩნდება, რისი რეალიზების საშუალებაც მოგეცემათ. უმჯობესია ცოტა დაელოდოთ და ნელი ბანიჯები გადადგათ.
სასწორი - შეგიძლიათ იყოთ მაქსიმალურად გულახდილები. თუ დახმარება გჭირდებათ მოუყევით მეგობრებს, ახლობლებს, ეს დადებითი კუთხით შეცვლის თქვენს პირადს.
მორიელი - რთული დღე გექნებათ, მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ თავი შეიკაოთ სიტუაციებში ჩარევისგან და პოლემიკისგან.
მშვილდოსანი - აწონეთ თქვენი ყველა ქმედება და ნაბიჯები. დაუფიქრებელ ქმედებებმა შეიძლება პრობლდმები შეგიქმნათ.
თხის რქა - ბევრი საქმის გაკეთება მოგიწევთ, ნაკლები დრო დაგრჩებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
მერწყული - უცნაური, არეული დღეა. ახლობლებს დასჭირდებათ თქვენი დახმარება, მაგრამ ნუ გადადგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც თქვენ უსიამოვნო შედეგს მოგიტანთ.
თევზები - გექნებათ განსაკუთრებული ენერგია და მუხტი. მას ვინც გზაზე გადაგეღობებათ, ნამდვილად არ გაუმართლებს, რადგან ის ენერგია რაც გაქვთ, დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მითია თუ რეალობა, რომ ახალგაზრდა ასაკში გაჩენილი ჭაღარა სუსტი ნერვული სისტემის ბრალია?