Digest Logo

„გიორგი ლორია ნაკრებიდან ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე“ - ლუკა ლოჩოშვილი

1749189247
ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილმა ფარერის კუნძულების ნაკრებთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ მის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთით 1:0 მოიგეს.

25 წლის მცველმა ასევე ისაუბრა გიორგი ლორიაზე, რომელმაც ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა.

„ეს ჩემთვის ნაკრების შემადგენლობაში „დინამო არენაზე“ გატანილი პირველი გოლი იყო. რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის სახელით გატანილი გოლი სასიამოვნოა. მით უფრო ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით მოვიგეთ შეხვედრა, რომლის შემდეგაც გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მნიშვნელოვანი იყო, რომ გიორგი ნაკრებიდან ღირსეულად გაგვეცილებინა და ძალიან მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

ლორიას წასვლა ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს. ის ძალიან დიდი ფიგურაა, სამაგალითო ადამიანია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის. ეროვნულ გუნდში ახალწვეული რომ ვიყავი, მისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, წარმატებები ვუსურვო.

ნაკრების ფეხბურთელებს გვსურს, რომ ამ თანადგომისთვის ქომაგებს მადლობა კარგი თამაშით და შედეგით გადავუხადოთ და გავახაროთ“,- აღნიშნა ლოჩოშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 ვის ელის დღეს რომანტიკული სიურპრიზები? - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ „ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი, წიგნი უნდა წამეკითხა“ - გიორგი კეკელიძე