Digest Logo

„ვისაც გიჭირთ ემოციების მართვა, გახსოვდეთ: ეს ფონი დროებითია...“ - რამაზ გიგაური 2 აპრილის სავსემთვარეობაზე

1775122839
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ორი აპრილის სავსემთვარეობის ტენდენციებზე წერს:

„სავსემთვარეობა სასწორში: ემოციური პიკი და წონასწორობის ძიება.

დღეს, გამთენიისას (06:12 საათზე), ცაზე საკმაოდ დაძაბული და ენერგეტიკულად დატვირთული სავსემთვარეობა დაფიქსირდა.

მზე ვერძის მე-13 გრადუსშია (იმპულსი, „მე მინდა“), ხოლო მთვარე — სასწორის მე-13 გრადუსში (კომპრომისი, „ჩვენ გვინდა“).

ეს არის შინაგანი ომი პერსონალურ სურვილებსა და პარტნიორულ ვალდებულებებს შორის.

თუმცა, ამ სავსემთვარეობის მთავარი ინტრიგა ცაზე შექმნილი ურთულესი ფიგურა — ტაუ-კვადრატია, სადაც მზისა და მთვარის დაპირისპირებას ზენიტში (აპექსში) მყოფი კირჩხიბის იუპიტერი კრავს.

რას ნიშნავს ეს ჩვენს ყოველდღიურობაში? იუპიტერი ყველაფერს აფართოებს, რასაც ეხება.

შესაბამისად, დღეს და მომდევნო რამდენიმე დღე, ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გლობალურ პრობლემად მოგვეჩვენოს. ემოციები ზღვარზეა.

ბუნებრივია, ბევრმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს უმიზეზო შფოთვა, შინაგანი დისკომფორტი და ფსიქოლოგიური გადაღლა.

საბედნიეროდ, ამ ქაოსში გვაქვს ერთი უძლიერესი საყრდენი — მთვარისა და პლუტონის ჰარმონიული ასპექტი (ტრინი).

ეს არის ნებისყოფის ფარული რეზერვი. პლუტონი გვაძლევს უნარს, ეს ქაოტური ენერგია არა ნგრევისკენ, არამედ საკუთარი ფსიქიკის ტრანსფორმაციისა და გაწმენდისკენ მივმართოთ.  

ვისაც ახლა განსაკუთრებულად გიჭირთ ემოციების მართვა, გახსოვდეთ: ეს ფონი დროებითია.

უკვე 6 აპრილიდან ენერგეტიკული ამინდი მკვეთრად იცვლება და საერთო ფსიქოემოციური მდგომარეობა სტაბილურდება.

შესაბამისად, ის ფსიქოსომატური სიმპტომები, რომლებიც ახლა შფოთვის ფონზე იჩენს თავს — იქნება ეს უძილობა, კუნთების სპაზმი თუ ნერვული დაძაბვა — ბუნებრივად დარეგულირდება და ორგანიზმი სიმშვიდის ფაზაში გადავა.  

მანამდე კი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს და უბრალოდ დააკვირდით მოვლენებს, ზედმეტი რეაქციების გარეშე“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „პატარა წყენა შეიძლება, დიდ სკანდალად იქცეს...“ - 2 აპრილის სავსემთვარეობა: ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

⭕ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს დაიწყებს

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები