Digest Logo

„პატარა წყენა შეიძლება, დიდ სკანდალად იქცეს...“ - 2 აპრილის სავსემთვარეობა: ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1775114327
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2 აპრილის სავსემთვარეობაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„2026 წლის 2 აპრილს თბილისის დროით 06:11-ზე სავსემთვარეობის პიკი გვექნება.

სავსემთვარეობა სასწორისა და ვერძის ღერძზე მსოფლიო დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციულ და დაძაბულ პროცესებს მოასწავებს ხოლმე. სასწორი მართავს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და მშვიდობას, ხოლო ვერძი ინდივიდუალურ ნებასა და კონფლიქტს. სავსემთვარეობა ამ ღერძზე ხშირად ააშკარავებს დარღვეულ ბალანსს სახელმწიფოებს შორის. მოსალოდნელია ძველი ალიანსების გადახედვა ან მათი რღვევა. საზოგადოებაში იმატებს სამართლიანობისა და თანასწორობის მოთხოვნა.

მთვარის ჰარმონიული ტრინი პლუტონთან, რომელიც მერწყულში მოძრაობს, მიუთითებს კოლექტიური ძალაუფლების რესტრუქტურიზაციაზე და ცვლილებებზე, ეს ასპექტი იძლევა შესაძლებლობას, პლუტონისაგან წამოჭრილი ფარული და ზოგჯერ კი აშკარა კრიზისები რამენაირად გადაიჭრას.

მუნდანურ ანუ ქვეყნების დონეზე ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ ხალხის დიდი მასები მხარს უჭერენ ანდა, ითხოვენ სოციალური განახლებისკენ მიმართულ რეფორმებს.

სამწუხაროდ სავსემთვარეობის წერტილის დაძაბული კვადრატი იუპიტერთან მხოლოდ აძლიერებს იდეოლოგიურ დაპირისპირებებს. ამავე ასპექტმა შეიძლება შექმნას გადაჭარბებული მოლოდინებიც; ზოგიერთი ამბიციური და წინდაუხედავი პოლიტიკური ლიდერები, საკუთარი რესურსების გადაჭარბებული შეფასების გამო, მხარდამჭერებს, ან უბრალოდ ხალხს დაჰპირდნენ იმაზე მეტს, რისი შესრულებაც შეუძლიათ.

იუპიტერი განკარგავს რელიგიურ და სამართლებრივ კონფლიქტებსაც, მისი დაძაბული ასპექტის გამო, შესაძლოა კანონმდებლობის, რელიგიური საკითხების ან საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე გამწვავდეს დავები.
იუპიტერი და პლუტონი ერთად ხშირად მიანიშნებენ დიდ ფინანსურ მასშტაბებზე. კვადრატმა იუპიტერთან შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური რყევები ინფლაციის ან ბაზრების გადამეტებული ოპტიმიზმის გამო, რასაც პლუტონისეული ტრანსფორმაცია მოჰყვება. და ეს ადრეც მითქვამს, რომ გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები ამ წელს ისედაც ახლავს.

იუპიტერის კვადრატი მიანიშნებს ავტორიტეტის შერყევაზე. ეს არ არის მშვიდი ცვლილების დრო. მუნდანურ დონეზე ეს ნიშნავს დაპირისპირებას საეკლესიო იერარქიის შიგნით. კონფლიქტს ძველ სტრუქტურასა და ახალ, უფრო რადიკალურ ან ექსპანსიურ ძალებს შორის. ასევე საზოგადოების მხრიდან სამღვდელოების მიმართ კრიტიკის უკიდურეს გამწვავებას.პლუტონი მერწყულში (საიდანაც ის ტრინის აკეთებს მთვარესთან) მუნდანურ ასტროლოგიაში ხშირად განასახიერებს სახელმწიფო სტრუქტურებს, სპეცსამსახურებსა და კულუარულ გავლენებს. მისი მონაწილეობა მიუთითებს იმაზე, რომ საეკლესიო საკითხებში გადაწყვეტილებები არ იქნება მხოლოდ სულიერი არჩევანით განპირობებული. ეს არის წმინდა პოლიტიკური და სისტემური ტრანსფორმაციის მცდელობა. პლუტონი მერწყულში ნიშნავს ახალ ტექნოლოგიებს მართვისთვის, ანუ გავლენის მოხდენას არა პირდაპირი ძალით, არამედ ინფორმაციული მანიპულაციებითა და სტრუქტურული გადაწყობით. ეს ასპექტი მიანიშნებს, რომ მომავალი პატრიარქის ან გავლენების გადანაწილების საკითხი სკანდალური და ხმაურიანი იქნება. იუპიტერის კვადრატი არ იძლევა წყნარი კონსენსუსის საშუალებას. მოსალოდნელია კომპრომატების ომიც (პლუტონის გავლენა) და ალბათ საერთაშორისო წნეხიც (იუპიტერი/სასწორი).

ყოფით დონეზე, სავსემთვარეობა ვერძი-სასწორის ღერძზე ყოველთვის ურთიერთობების გადასინჯვას იწვევს. შესაძლოა იგრძნოთ, რომ პარტნიორთან (სასიყვარულო თუ საქმიანი) ბალანსი დარღვეულია,თუ დიდხანს თმობდით საკუთარ ინტერესებს სხვისი ხათრით, ახლა ალბათ გაგიჩნდებათ სურვილი, ხმამაღლა თქვათ ის, რაც არ მოგწონთ. პლუს ინტუიციაც გამახვილებულია, ადვილად ვხვდებით, ვინ არის ჩვენს მიმართ გულწრფელი და ვინ არა.
მაგრამ პლუტონის დადებითი გავლენა დაგვეხმარება, ვიპოვოთ შინაგანი ძალა, რომ დაგროვილი დაძაბულობა კონსტრუქციულ ცვლილებად ვაქციოთ.არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მხოლოდ ვერძული ბრაზის ან სასწორისეული სხვისი სიამოვნების საფუძველზე. გამოიყენეთ პლუტონის ენერგია საკუთარი თავის ტრანსფორმაციისთვის და არა სხვების გასაკონტროლებლად.ეს კარგი დროა მავნე ჩვევებთან ან ტოქსიკურ კავშირებთან დასაშორებლად. ადამიანი გრძნობს ფსიქოლოგიურ ძალას, რომ რაღაც ძველი დაასრულოს და შემდეგ „ფერფლიდან აღდგეს“.
იუპიტერი როგორც ვთქვით, ყველაფერს აზვიადებს, დაძაბული ასპექტით კი შეცდომებსა და ექსტრემიზმს უწყობს ხელს. ამიტომ მოსალოდნელია მოვლენების დრამატიზება. პატარა წყენა შეიძლება, დიდ სკანდალად იქცეს.
ფინანსების თვალსაზრისით მოერიდეთ იმპულსურ საყიდლებს ან დიდ ინვესტიციებს.აქაც არის ანალოგიური რისკი, რომ თქვენი რესურსები ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასოთ. ნურც დაპირებებს გასცემთ, სავარაუდოდ, მათი შესრულებაც გაგიჭირდებათ.

ვინაიდან სასწორი სამართალს მართავს, ბევრი ადამიანისთვის ამ დროს შეიძლება გადაწყდეს სასამართლო დავები, გაფორმდეს ან გაწყდეს ხელშეკრულებები. იუპიტერის კვადრატი მიანიშნებს, რომ საბუთებთ
ან მუშაობისას დეტალებს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა კანონთან პრობლემები აირიდოთ.
გახსოვდეთ, ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი, მასშტაბური პროექტების დასაწყებად ან ფიზიკური გადაღლისთვის. უმჯობესია ენერგია მიმართოთ დაწყებული საქმეების დასასრულებლად ან შინაგანი ბალანსის აღსადგენად. მოერიდეთ მძიმე საკვებს, ალკოჰოლს და სტრესულ გარემოს. კარგია წყლის პროცედურები და მედიტაცია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. თავი აარიდეთ ქირურგიულ ჩარევებსაც, თუ ეს სასიცოცხლოდ გადაუდებელი არაა.
ვისთვის იქნება პოზიტიური და შედეგიანი?

მერწყული და ტყუპებისათვის ეს პერიოდი ინტელექტუალური გარღვევის, ახალი კავშირებისა და გავლენის მოპოვების დროა. იპოვით ძალას, რომ იდეები რეალობად აქციოთ. ლომსა და მშვილდოსანს შემოქმედებითი აღმავლობა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილება ელით. გაგიმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებსა და თვითგამოხატვაში.

რთული და დაძაბული იქნება ვერძებისა და სასწორებისთვის, რადგან ამ სავსემთვარეობისას თქვენ ხართ პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში. მოსალოდნელია შინაგანი კრიზისი, პარტნიორული დაპირისპირება და არჩევანის გაკეთების აუცილებლობა „მე“-სა და „ჩვენ“-ს შორის.

დაძაბულობა ოჯახურ და კარიერულ საკითხებს შორის მოსალოდნელია კირჩხიბი და თხის რქების ცხოვრებაში. შესაძლოა, იგრძნოთ ზეწოლა ხელმძღვანელობისგან ან ოჯახის წევრებისგან. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.

დანარჩენებისთვის - ნეიტრალურია, ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით -
თუ თქვენს პირად რუკაში რომელიმე პლანეტა ზუსტად მე-11-დან მე-15 გრადუსამდეა (განსაკუთრებით ვერძში, სასწორში, კირჩხიბში ან თხის რქაში), ეს სავსემთვარეობა თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სხვებისთვის“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს დაიწყებს

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები

⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა