საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რაც შვილის ყოლაში, გათხოვება/დაქორწინებაში და ბარაქის მოზიდვაში დაგეხმარებათ:
„რამდენიმე უწყინარი რიტუალით მოვედი, რაც ყველას შეგიძლიათ გააკეთოთ.
ვისაც შვილი არ გყავთ, ყოველ წელს ვსაუბრობ ამაზე, შეგიძლიათ პატარა ბავშვის ტანის სამოსი იყიდოთ, შეფუთოთ და მოათავსოთ ნაძვის ხის ქვეშ.
ვისაც დაოჯახება უნდა, ( ბიჭსაც და გოგოსაც შეუძლია გააკეთოს) - ბეჭედი, თქვენი კუთვნილი ნივთი უნდა მოათავსოთ ნაძვის ხის ქვეშ, შეფუთოთ ლამაზად.
ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი 60 წელიწადში ერთხელ მოდის, ბარაქისთვის გირჩევთ ერთ რამეს, ზუსტად 12 საათზე მიირთვით მოხარშული მწვანე ოსპი! ჩემს თავზე გამოცდილი პრაქტიკაა. მიირთვით გულით და მადლიერებით“, - ამბობს გოგა მანია.
ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ასევე დაგაინტერესებთ: