„თუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიეწყო გარშემო, რომ გგონია ნგრევაში ხარ, პირიქით იცოდე, რომ ინგრევა მხოლოდ ის რაც შენ გაჩერებდა...“, - ამის შესახებ პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მორიგ შთამაგონებელ ჩანაწერს უზიარებს.
იგი გამომწერებს ურჩევს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, არ შეეშინდეთ სვლის, ენდობოდნენ ღვთის ნებას, და არ გამოიკეტონ შიშების ზღვაში:
„ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ადამიანს ჰგონია რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ცუდი ერთად მიეწყო, სინამდვილეში ეს არის ფაზა, სადაც შენ სამყარო განიშნებს, რომ ახალ საფეხურზე უნდა გადახვიდე.
ადამიანი ასეთია, რომ თუ აქვს რაიმე მყარად, თანახმაა იყოს სულ იქ, არასდროს განაგრძოს გზა და არ განვითარდეს, თანახმაა სიცოცხლის ბოლომდე იყოს იმ სამსახურში, სადაც ის ყოველდღე ინგრევა, თანახმაა ჰყავდეს ისეთი გარემო სადაც მას ყოველდღე ამსხვრევენ ოღონდ მარტო არ დარჩეს, ამ დროს მათი გონება არწმუნებს რომ ასეთია შენი ხვედრი ,უნდა გაუძლო უნდა აიტანო ყველაფერიო და როდესაც ადამიანი თვითონ ვერ ხვდება რომ გაჩერებულია, თვითონ ვერ ხვდება რომ უნდა დაასრულოს ძველი და ცვლილებები დაიწყოს, როდესაც ეჭიდება ყველაფერს რაც მას ტკენს, სამყარო ამ დროს აწყობს ცვლილებებს, რადგან თავად ამას არ მოაწყობდა, გენგრევა ყველაფერი რასაც ეჭიდებოდი, იმიტომ რომ განვითარდე, იმიტომ რომ საკუთარი თავის ღირებულება ისწავლო, იმიტომ რომ მიხვდე არაფერია მუდმივი, იმიტომ რომ შენი ტკივილები რომლებსაც ატარებ მთელი სიცოცხლე გაუშვა და დაიწყოს შენი გარდაქმნა.
ნუ გეშინია ამ ეტაპის, არ გეგონოს ღმერთმა მიგატოვა და ასეთი ბედი გაქვს, არ გეგონოს რომ ტანჯვისთვის დაიბადე, პირიქით ის რაც გტანჯავს უნდა გარდაქმნა, უნდა გაუშვა, უნდა დაინახო, მაგალითად ცხოვრობ სადმე სახლში, დილით გამოდიხარ ამ სახლიდან და წინ ორი გზაა, შენ ყოველთვის ირჩევ ერთ გზას რომელშიც დიდი ორმოებია და მუდმივად იქცევი ძირს, მხოლოდ იმიტომ ირჩევ ამ გზას რომ ის შენთვის ნაცნობია და მეორე გზისკენ არც კი იყურები, გგონია რომ ყოველთვის ამ გზაზე უნდა იარო თუნდაც ბევრი ორმოები იყოს, მაგრამ ერთ დღეს იღვიძებ და ირჩევ რომ მეორე გზით სცადო წასვლა, გეშინია თავიდან ამ გზის გავლა, მაგრამ როდესაც გაივლი ხვდები რომ ამდენი წელი ტყუილად იტანჯავდი თავს, თურმე უნდა გეცადა ცვლილება, თურმე ბედი კი არ გქონია ცუდი, არამედ შენი არჩევანი ყოფილა შეცდომა, ამის შემდეგ ხვდები რომ შენი არჩევანი არ უნდა იყოს შიში ცვლილებებისადმი, არამედ ისე უნდა გამყარდე, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს შენ არ გეშინოდეს სვლის, ენდობოდე ღვთის ნებას, არ გამოიკეტო შენი შიშების ზღვაში არამედ მისცე გასაქანი შენს სულს რომ შენს ჭეშმარიტ ბუნებასთან მიგიყვანოს.
თუ ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილს დატკეპნი ვერასოდეს იგრძნობ სიხარულს, რადგან სიხარული შიშებისგან თავისუფლებაშია... ნუ გეშინია ძველის ნგრევის, იცით რამდენჯერ ჩამომენგრა ყველაფერი თავზე?
იცით რამდენჯერ ვიდექი ნულის საწყის წერტილზე?
ეს ყველაფერი გზაა, გზა შენს სულამდე, ნუ გეშინია სვლის, ნუ გეშინია ცვლილებების, როდესაც სახლი არეულია შენ ხომ ალაგებ მას?
ხომ ყრი ყველაფერს რაც ძველია და ნაგავია?
ასეა ჩვენშიც ის, რაც შიგნიდან გამოსაგველია ის, რაც დასალაგებელია უნდა დალაგდეს...
არ იყო მწუხარებაში, მწუხარება და სასოწარკვეთა არ შემოუშვა შენში, იმედით იარე, იმედით და რწმენით, რომ ყველაფერი, რაც ხდება უფლის ნებაა და შენ უნდა განაგრძო სვლა მის ნებაში.
როდესაც ინგრევა ჩვენს ცხოვრებაში რაიმე, მის შეკეთებაში არ უნდა ვფლანგოთ დრო, ეს ნიშნავს რომ უნდა გაუშვა რადგან ცვლილებაა საჭირო, მცდელობა უნდა მიმართო არა ძველის შეკეთებაში, არამედ ცვლილებების მიღებასა და განხორციელებაში.
ნუ იყურები უკან ნანგრევებისკენ, წინ ახალი ჰორიზონტია, სადაც შენ აღარ ხარ მსხვერპლი ბედის, არამედ შენი არჩევანით ცხოვრობ. ენდო უფლის ნებას არ ნიშნავს პასიურად ჯდომას და ლოდინს, ეს ნიშნავს მიღებას იმის რაც ხდება და ამ ყოველივეში შენს დინებას და არა გაჩერებას.როდესაც შენს ნამდვილ ბუნებას ახშობ ცხოვრება ხდება მძიმე, როგორც კი სვლას დაიწყებ შენი ნამდვილი მიზნისკენ სიმძიმე ქრება და ჩნდება შთაგონება.
თუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიეწყო გარშემო რომ გგონია ნგრევაში ხარ, პირიქით იცოდე, რომ ინგრევა მხოლოდ ის, რაც შენ გაჩერებდა.
რაც წასასვლელია წავა,
რაც შენია დარჩება,
რაც მოსასვლელია მოვა“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: