ასტროლოგმა ნინო ალბორიშვილმა პლანეტებზე, იუპიტერსა და სატურნზე - ისაუბრა და მათი ფუნქციები „კეთილი და ბოროტი პოლიციელის“ პრინციპით განმარტა.
მისი თქმით, მაშინ როცა სატურნი ოფიციალურ წესებს, ჩარჩოებსა და კანონის ძალას განასახიერებს, იუპიტერი საზოგადოების დაუწერელ ნორმებს, ეთიკას, ღირებულებებსა და განვითარების მოტივებს ასახავს:
„იუპიტერი და სატურნი. კეთილი და „ბოროტი“ პოლიციელი ნატალურ რუკაში.
🙂 📌 იუპიტერი და სატურნი, ის ორი პლანეტაა, რომლებიც საზოგადოებასთან ჩვენს ურთიერთქმედებაზე აგებენ პასუხს. უფრო სწორად, ამაზე ასე თუ ისე ყველა პლანეტა ზრუნავს, მაგრამ სოციალური პლანეტები ამით, ასე ვთქვათ, „სპეციალიზდებიან“.
📌 ალბათ, უცხოური ფილმებიდან ყველასთვის ცნობილია ისეთი ფსიქოლოგიური ხერხი, როგორიცაა „კეთილი და ბოროტი პოლიციელი“. ჰოდა, ეს მიდგომა შესანიშნავად ასახავს იუპიტერს და სატურნს შორის არსებულ განსხვავებას. ორივე წესრიგის სადარაჯოზე დგას, თუმცა თითოეული თავისებურად.
📌 იუპიტერს მოსწონს, როდესაც საზოგადოება იზრდება, ვითარდება და ახალ ტერიტორიებს იპყრობს.
📌 სატურნისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს საკუთარი სტრუქტურა - არ დაიშალოს, იყოს მთლიანი და მყარი. საზოგადოება სხეულს რომ შევადაროთ, სატურნი ჩონჩხია. იუპიტერი კი - კუნთოვანი მასა.
📌 ნატალურ რუკაში ორივე ეს პლანეტა, სხვა სიგნიფიკაციებთან ერთად, აგრეთვე მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის საზოგადოებაში ცხოვრობს ადამიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთსა და იმავე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მასთან ურთიერთობა ყველას ინდივიდუალური აქვს, ამიტომ სოციალური პლანეტები ჩვენს საკუთარ, ინდივიდუალურ საზოგადოებას გვიჩვენებენ - იმას, თუ როგორ აღვიქვამთ მას და როგორ აღგვიქვამს იგი ჩვენ.
📌 იუპიტერი გვიჩვენებს, როგორია ჩვენი საზოგადოების მოტივები გაფართოებისთვის და განვითარებისთვის, რისი გაცემისთვისაა ის მზად, რომ ჩვენს პირად ზრდას შეუწყოს ხელი. რამდენად დიდსულოვანი, სამართლიანი და კეთილშობილია ეს საზოგადოება.
📌 სატურნი, თავის მხრივ, მოგვითხრობს იმაზე, თუ რამდენად კანონმორჩილი და პრინციპულია ჩვენი საზოგადოება, რაზეა დამყარებული მისი ღირსება და სინდისი. ვიცხოვრებთ საზოგადოებასთან თანხმობაში თუ მუდმივ ბრძოლაში? მოგვეწონება თუ არა, ამ საზოგადოების კანონები, ეთიკა და მორალი? უხეშად რომ ვთქვათ, დაგვაკმაყოფილებს თუ არა, ის შემზღუდავი ჩარჩოები, რომლებშიც ცხოვრება გვიწევს? განსხვავება იუპირერსა სატურნს შორის.
📌 იუპიტერი - სოციალური ჯგუფების დაუწერელი კანონებია: რა არის „კარგი“ და რა არის „ცუდი“, მორალური და ეთიკური ნორმები, საზოგადოების ღირებულებები. ეს ავტორიტეტის ძალაუფლებაა!
📌 სატურნი - რეალური კანონები, ნორმები და წესებია, რომლებიც ოფიციალურ დონეზეა გამყარებული. რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ეს კანონის ძალაუფლებაა!
📌 ყველა სოციუმს თავისი „საკუთარი“ იუპიტერი და სატურნი აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ ორი კომპანია:
🙂 პირველ კომპანიაში, არსებობს ოფიციალური დრეს-კოდი: ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საქმიანი ჩაცმულობის სტილი. თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ, თუ ის ამ დრეს-კოდს არ დაიცავს - ეს სატურნია.
📌 მეორე კომპანიაში კი, არ არსებობს ოფიციალური დრეს-კოდი: შეიძლება ნებისმიერი სტილის სამოსის ტარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა თანამშრომელი მაინც საქმიან სტილს იცავს, აქ ასეა მიღებული - ეს იუპიტერია. და თუ რომელიმე თანამშრომელი სამსახურში ჯინსებით და მაისურით მივა, მას არ გაათავისუფლებენ, მაგრამ შეიძლება „ალმაცერად“ შეხედონ.
🙂 ეს კვლავ იუპიტერია, იმ სოციუმის ღირებულებების მხარდაჭერის არქონის გამო, ეს სოციუმი დაგმობს მას, რომელშიც ადამიანი იმყოფება.
📌წესები, რომლებიც ნებისმიერი ფორმითაა დაფიქსირებული - სატურნია.
📌დაუწერელი წესები, რომლებიც არსად არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, მაგრამ რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია - ეს იუპიტერია. დავაზუსტებ: სატურნი არის ნებისმიერი წესი და არა აუცილებლად „სატურნისეული“ ტიპის- საქმიანი სტილი. მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.
თუ შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი იქნება, რომ თანამშრომელი ვალდებულია ატაროს ჯინსები და კეტები - ესეც სატურნის წესი იქნება“, - წერს ნინო ალბორიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: