Digest Logo

🎥 „ისე გადამეხვია, ცრემლიც კი წამომივიდა“ - ვინ არის მაშველი, რომელმაც ფონიჭალაში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანა?

1795106484
 გაგა გიგაშივილი

მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი ერთ-ერთია იმ გმირებს შორის, რომლებმაც ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.

სოციალურ ქსელში აქტიურად ზიარდება მისი რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ, სადაც მაშველი პროფესიის არჩევის მიზეზებზე, 14-წლიან გამოცდილებასა და სხვა მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენის ემოციურ ისტორიაზე საუბრობს:

„ბავშვობიდან მინდოდა კეთილი საქმე მეკეთებინა და ადამიანებს დავხმარებოდი, რის გამოც ავირჩიე ეს პროფესია და უკვე 14 წელია, ვარ მეხანძრე-მაშველი. ამ წლების განმავლობაში ბევრ რთულ ღონისძიებებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გამოვყოფდი შემთხვევას, როცა მცირეწლოვანი ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებთ შემოვიდა შეტყობინება. მყისიერად გავედით და ჩავერთეთ სამძებრო ღონისძიებებში. ყველაფერს ართულებდა რთული მეტეოროლოგიური პირობები. 7 საათიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ბავშვი. ისე გადამეხვია და ჩამეხუტა, ემოციები ვერ შევიკავე და ცრემლიც კი წამომივიდა. ხელი აღარც გაუშვია. ამ სამსახურში მუშაობა არის ცემი პატივი“, - ამბობდა გაგა გიგაშივილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 2 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვი კონტაქტური და ადეკვატურია, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, მას დაზიანებები არ აღენიშნება“ - ექიმის კომენტარი ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის თაიაზე

⭕ ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

🎥 „გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა...“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

✕