Digest Logo

„ვმუშაობთ მანამ, სანამ იმდენად არ დავბერდებით, რომ აღარც გვახსოვს, რატომ მოვევლინეთ ამ სამყაროს...“ - რას წერს ასტროლოგი

1762622943
მატრიცა 888

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს, რომ ჩვენ არ ვცოცხლობთ - ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ საექსპერიმენტო კოლბაში, რომელიც ჩვენს დასაკვირვებლად შეიქმნა. ჩვენ მიზანი გავცვალეთ ხელფასზე, კრეატიულობა კომფორტზე, თავისუფლება შეჩვეულ გარემოზე:

ნუთუ, არ ამოვიდა ყელში მატრიცაში ცხოვრება?! ვიცი, ყველანი ძალიან დაიღალეთ ამით… რეკლამები, ხმაური, ყალბი ღიმილები, შხამი, რომელსაც საკვებად გვასაღებენ - ყოველი ბილბორდი ყვირის: მოიხმარე, დაემორჩილე, მიბაძე. მე ეს უბრალოდ... დავასრულე.

ყოველ ჯერზე, როცა გარეთ გავდივარ, ვგრძნობ, როგორ მბოჭავს სამყარო, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გონება გამიფანტოს, მაიძულოს სულ რაღაც ვიყიდო და “მძინარე ცნობიერის” მდგომარეობაში დამტოვოს.

გვეუბნებიან, ვისწავლოთ სკოლაში, ჩავიძიროთ ვალებში, ვიშოვოთ სამსახური, გადავიხადოთ გადასახადები და ამას ცხოვრება დავარქვათ. ვმუშაობთ მანამ, სანამ იმდენად არ დავბერდებით, რომ აღარც გვახსოვს, რატომ მოვევლინეთ ამ სამყაროს. და თუ გაბედავ და ამას ეჭვქვეშ დააყენებ, თუ გაბედავ და ამ გზიდან გადაუხვევ, შენ ხარ უცნაური!!! შენ ხარ წარუმატებელი!!! შენ ხარ ის, ვინც ცხოვრებაში არაფერს აკეთებს!!! მაგრამ სიმართლე ესაა: მათ სძინავთ. მათ გადარჩენისთვის არსებობა ცხოვრებაში აერიათ.

ჩვენ არ ვცოცხლობთ - ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ საექსპერიმენტო კოლბაში, რომელიც ჩვენს დასაკვირვებლად შეიქმნა. ჩვენ მიზანი გავცვალეთ ხელფასზე, კრეატიულობა კომფორტზე, თავისუფლება შეჩვეულ გარემოზე. რაღაც უნდა შეიცვალოს.

ეს არ არის ის, რისთვისაც ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. მე რეალობას კი არ გავურბივარ... მე მათ ილუზიას გავურბივარ. დროა, გავიღვიძოთ და დავიწყოთ დამოუკიდებლად ფიქრი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„საოცარ ფორმაში ხარ“ - სალომე გოგიაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

🎥 „ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები...“ - რა საჩუქარი გაუკეთეს ნინო თოლორდავას დაბადების დღისთვის

„თუ ისწავლი ცვლილების მიღებას, ცხოვრება ხდება უფრო მოქნილი და ნაკლებად სტრესული“ - 10 ასტროფსიქოლოგიური კანონი, რომელიც აუცილებლად გაგხდის უკეთესს