ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს საკუთარ შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.
სალომემ ამჯერად გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„უმშვენიერესი ხარ, ანათებ“.
„საოცარ ფორმაში ხარ“.
„ყველაზე განსხვავებული სალომე“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ცოტა ხნის წინ მეუღლეს ვახო ნიკოლაიშვილს დაშორდა.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: