Digest Logo

🎥 „ყოფილები დაბრუნდებიან…ავარიების მაჩვენებელი იზრდება“ - როგორ გავიაროთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი მშვიდად?!

1732798103
ნინა სუსლოვა

როგორ გავიაროთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი მშვიდად?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

როგორც ნინა სუსლოვამ აღნიშნა, მერკურის რეტროგრადულ პერიოდში ავარიების მაჩვენებელი იზრდება:

„შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს წარსულიდან ადამიანები. ზოგადად რეტროგრადული მერკური გვაბრუნებს იქ, სადაც რაღაც დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი ურთიერთობა ან საქმეა. შესაძლოა ესენი მეგობრებიც იყვნენ. ეს ადამიანები მოდიან და ქრებიან. შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს გამოცდაც, რამდენად სწორი ნაბიჯები გადავდგით.  უნდა დავფიქრდეთ რატომ დაბრუნდა... ძირითად შემთხვევაში უშედეგო იქნება“, -  აღნიშნა ნინა სუსლოვამ.

ასტროლოგმა ასევე დაახასიათა ზოდიაქოს ნიშნებიც სტიქიების მიხედვით, ვისზე როგორ იმოქმედებს ეს ორკვირიანი ციკლი. განსაკუთრებით კი გამოარჩია ცეცხლის სტიქია, რომელზედაც რეტროგრადული მერკური ყველაზე მეტად იმოქმედებს, რადგან მერკური მშვილდოსნის ნიშანში იქნება:

ცეცხლის ნიშნები

უნდა გაითვალისწინოთ, რომ იყოთ ურო მეტად ყურადღებით. რადგან ამ სტიქიას ახასიათებს უყურადღებობა. კარგად გაიაზრეთ ყველაფერი და შემდეგ იმოქმედეთ.

წყლის ნიშნები

არ აღიქვათ ზედმეტად ემოციურად ყველაფერი, რადგან აუცილებლად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ყველა სფეროზე.

მიწის ნიშნები

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და ფინანსებთან. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას და არ მიიღოთ გაუაზრებლად შემოთავაზებები. არის ალბათობა შეცდომაში შეყვანის.

ჰაერის ნიშნები

გჭირდებათ შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი და მოერიდეთ ემოციურ გარემოს. უნდა შეინახოთ ინფორმაცია. არ გაამხილოთ საკუთარი გეგმები და იდეები, რადგან ეს ყველაფერი ზიანს მოგიტანთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველას მეგობარი ვერ იქნები, ამან დამღუპა...“ - რას ჰყვება გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუასთან დაშორების პერიოდზე?

„დახვეწილობა, შარმი და იშვიათი გარეგნობა...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ძველი სასიყვარულო ურთიერთობები დაბრუნდება და აღდგება...“ - პირველი დეკემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ანა ჯალაღონიას ასტრო-პროგნოზი