მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი გიორგი ვარდოსანიძე გახლდათ, სადაც ცხოვრების მძიმე პერიოდი გაიხსენა.
გადაცემაში, გიორგი ვარდოსანიძემ ახსენა პირველ მეუღლესთან, მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან დაშორება, რომელიც მისთვის რთულ პერიოდთან ასოცირდება:
„ძალიან ცოტა ადამიანის აზრს აქვს მნიშვნელობა. მძიმე პერიოდი მქონდა ცხოვრებაში ერთხელ. იმიტომ, რომ ოჯახი დამენგრა და ვერ გავუმკლავდი რაღაცებს იმ ცოდნით და გამოცდილებით, იმ ეგოთი და ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა უნდა მექნა. მივხვდი, რომ პერსონაჟი, რომელიც თამაშობდა 24 საათი ვერ უმკლავდებოდა ვერაფერს. როგორც კი ეგ გადავლახე, მაგის მერე ყველაფერმა და ვიღაცების აზრმა მნიშვნელობა დაკარგა. თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ, რომელთა აზრს რაღაც მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა არავის აზრს არ აქვს. მიუხედავად დედის, ცოლისა და შვილის სიყვარულისა. ყველას მეგობარი ვერ იქნები, ამან დამღუპა. თუ ყველა გაქებს, რაღაცას ნიტოდ აკეთებ“, - ამბობს გიორგი ვარდოსანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილობა, შარმი და იშვიათი გარეგნობა...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს