Digest Logo

🎥 „შეიძლება, ეს არის მეტი ტკბილის მოთხოვნილების მიზეზი...“ - ნუტრიციოლოგი მნიშვნელოვან კვლევებზე საუბრობს

1793108921
სანდრო გოგოხია

ჰარვარდის და სტენფორდის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ორ მნიშვნელოვან კვლევაზე საუბრობს.

მისი თქმით, ნაკლები ძილი შესაძლოა ტკბილეულის მოთხოვნილებისა და კალორიებით მდიდარი საკვების მოთხოვნილების მიზეზი გახდეს:

„ცუდად გეძინა? ხვალ შეიძლება ტვინმა ბურგერი სალათზე უფრო მიმზიდველად დაგანახვოს. დიახ, არ ვხუმრობ! 

ერთ კვლევაში 25 ჯანმრთელ ადამიანს ერთ ღამეს მხოლოდ ოთხი საათი ეძინა, მეორე დღეს მათ საკვების თავისუფალი არჩევანი მისცეს. 

ძილის ნაკლებობის შემდეგ, მონაწილეებმა აირჩიეს ისეთი საკვები, რომელიც პატარა მოცულობაში დიდ კალორიას შეიცავდა.

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ეფექტი მხოლოდ იმ დღეს არ გაგრძელებულა, მომდევნო დღესაც მათი მიღებული კალორიების უმეტესობა ცხიმიდან მოდიოდა, ანუ მეორე დღესაც ცხიმის მიღება თითქმის 6%-ით გაიზარდა სტანდარტულზე. 

2019 წლის კიდევ ერთ კვლევაში 24 ქალს ერთი ღამე ჩვეულებრივზე 33%-ით ნაკლები ეძინათ, მეორე დღეს მათ ჰქონდათ გამძაფრებული შიმშილის გრძნობა, უფრო დიდი პორციების არჩევის სურვილი და მიირთვეს უფრო მეტი შოკოლადი“, - ამბობს სანდრო გოგოხია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასე როგორ შეიძლებოდა არ მესმის, საფლავზეც ყველაზე გვიან ამოვალ, მარტო რომ გელაპარაკო“ - ლაშა ბასლანძეს მეგობარი იხსენებს

⭕27 ოქტომბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

⭕27 ოქტომბერს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მეთორმეტე სეზონი იწყება!

✕