Digest Logo

„ყურადღება გმართებთ პარტნიორებთან...“ - 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1737622133
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, ძალიან კარგი იქნება თუ ფიზიკურად აქტიურები იქნებით. შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, იყავით მაქსიმალურად აქტიურები. არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇

ვერძი - გექნებათ ბევრი ენერგია, რის გამოც გაგიჭირდებათ რუტინული საქმის გაკეთება. არ გაფლანგოთ ეს ენერგია და დაკავდით იმ საქმით, რაც რეალურად მნიშვნელოვანია თქვენთვის. 

კურო - გმართებთ მაქსიმალური ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ყურადღება მიაქციეთ რას ამბობთ, როგორ იქცევით. შესაძლოა გახდეთ ინტრიგის მსხვერპლი.

ტყუპები - საინტერესო დღეა ინფორმაციის კუთხით. შეისწავლეთ რამე ახალი, დაიწყეთ, გამოამჟღავნეთ თქვენი შესაძლებლობები.

კირჩხიბი - დილიდან სევდიანი იქნებით, არ გექნებათ სურვილი რამე საქმით დაკავდეთ. დრო დაუთმეთ განტვირთვას და საკუთარ თავს. 

ლომი - აქტიურები და ენერგიულები იქნებით. გექნებათ სურვილი ბევრი რამ ერთდროულად გააკეთოთ, რაც ძალიან კარგად გამოგივათ. 

ქალწული - ძალიან მარტივად მოახდენთ შთაბეჭდილებას, გაგიმარტივდებათ ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაცია. გაითვალისწინეთ, თავშეკავებულები იყავით ახალ გაცნობილ ხალხთან.

სასწორი - მშვიდი დღეა, დაგეგმეთ დღე და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. იქნება მცირე დაბრკოლებები, თუმცა მალე გაივლის.

მორიელი - გამოიყენეთ თქვენი პოტენციალი, იყავით აქტიურები, წადით ქალაქგარეთ. ყურადღება გმართებთ პარტნიორებთან. 

მშვილდოსანი - ქაოტური დღე გაქვთ, ეცადეთ დისციპლინა შემოიტანოთ. დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საკითხები. 

თხის რქა - ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერია, არ მოდუნდეთ, დაისახეთ ახალი მიზნები. 

მერწყული - იდეებს მიაქციეთ ყურადღება. შეეცადეთ ისაუბროთ გარკვევით და მკაფიოდ, რათა სხვებმა გამოგიწოდონ დახმარების ხელი. 

თევზები - თქვენი ინტუიცია გამძაფრებული იქნება. შესაძლოა დახმარება დაასჭირდეთ ოჯახის წევრებს. გექნებათ შესაძლებლობა დაეხმაროთ საკუთარ თავსაც.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ყავის მოყვარულებო, ფრთხილად! - ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

⭕როგორ გამოვიყენოთ 25.01.2025-ის სარკისებური თარიღის ენერგია, ცხოვრების გასაუმჯობესებლად

🎥 „ბანალური თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღებამდე გაიარეთ ჰაერზე, დალიეთ წყალი“ - ნევროლოგის რჩევები