შეიძლება თუ არა თავის ტკივილის დამარცხება მედიკამენტის გარეშე? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნევროლოგი მარინა ჯანელიძე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, ბანალური თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღებამდე უმჯობესია გავიაროთ ჰაერზე და დავლიოთ წყალი.
„თუ დიდი ხნის განმავლობაში ხართ დახურულ სივრცეში, უყურებთ გაჯეტებს უმჯობესია გახვიდეთ ჰაერზე დალიოთ ყავა, ან წყალი.
თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს, როცა დახურულ სივრცეში დიდხანს სხედხართ და ოთახს არ აქვს ფანჯარაც.
თუ გაუსაძლისად გტკივათ თავი და ამ რჩევამ არ გიშველათ, უმჯობესია შემდეგ დალიოთ წამალი,“ - ამბობს მარინა ჯანელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გამოვიყენოთ 25.01.2025-ის სარკისებური თარიღის ენერგია, ცხოვრების გასაუმჯობესებლად