Digest Logo

„მრცხვენია ძალიან და არსად მომიყოლია, უზრდელი, თავხედი ბავშვი ვიყავი, მეზიზღება ის გოგო...“ - ნუკი კოშკელიშვილი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დაწერილ ჯარიმაზე

1742459180
ნუკი კოშკელიშვილი

წლების წინ პოლიციის შეურაცხყოფის გამო ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დააჯარიმეს. მაშინ ახლად დგამდა ნაბიჯებს კარიერაში და სამსახური ტელევიზიაში ახალი დაწყებული ჰქონდა.

უხერხულ შემთხვევას ნუკი კოშკელიშვილი გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ იხსენებს და ამბობს, რომ ახლანდელი გადმოსახედით მაშინდელი მისი ქმედება სასირცხვილოა:

„მრცხვენია ძალიან და ეს არსად მომიყოლია. 

ვიყავი პატარა, ახალი დაწყებული მქონდა ტელევიზიაში მუშაობა, მეგონა რაღაცას წარმოვადგენდი. მე და ჩემი მაშინდელი შეყვარებული ვიყავით პეკინზე,  მაღაზიაში უნდა შევსულიყავით და გავჩერდით. გადავირბინე, უნდა ამეღო რაღაც და გამოვსულიყავი. 

პატრული მოგვადგა, რომელმაც გვითხრა აფერხებთ მოძრაობასო და იმ ბიჭმა უთხრა უკაცრავად, 2 წუთი გამოვა და წავალთო. რომ გამოვედი მომეჩვენა, რომ რაღაც შელაპარაკება იყო და ვუთხარი რაღაცნაირი ტონით, უკაცრავად, მაგრამ ორი წუთით რომ გავჩერდეთ არ შეიძლება -მეთქი? თავხედი გოგო ვიყავი და იმან მითხრა რანაირად მელაპარაკებიო? როგორც მინდა -მეთქი, უზრდელი ბავშვით და მრცხვენია, მეზიზღება ის გოგო. 

ასე არ შეიძლება, ის პოლიციის თანამშრომელი იყო და ასე არ შეიძლება, თქვენც თუ ჩემსავით თავხედები ხართ ნუ იზამთ ამას. 

მითხრეს, წამოდით, წაგიყვანთ სასამართლოში და გადაიხდით შეურაცხყოფისთვის ჯარიმასო. თავიანთი მანქანით წამიყვანეს და გზაში ზრდილობამ გაიღვიძა ჩემში, ბოდიში მოვუხადე, დავილაპარაკეთ, მაგრამ უკვე დაფიქსირებული იყო ჯარიმა. მას შემდეგ დღემდე მაქვს მათთან კავშირი, ვმეგობრობთ და კარგი ადამიანები არიან“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გვეხმარება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში“ - რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის საკვებს მივირთმევთ

🎥 „მძინარეს მანქანამ თავზე გადაუარა, მის ლეკვს ხერხემალი დაუზიანა...“ - ჯესისა და მისი ლეკვის ბუთას გადარჩენის ისტორია

„ოქროს გოგო, რანაირად ხარ ასეთი ლამაზი?“ - ნინო გაჩეჩილაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს