Digest Logo

🎥 „ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და რჩევებს...“ - 7 მაისის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1746596375
ანზორ ოდიშარია

„ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი და მძიმე დღე არის მათთვის, ვისაც ეჩქარება, შფოთავს, ვისაც უნდა რომ რაღაცები მოასწროს. ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის არის მთავარი დევიზი - იფრთხილეთ, შენელდით და არ აჰყვეთ ემოციებს“, - 7 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა:

ცეცხლის სტიქია

ვერძი

თვენთვის აზარტი დღეს დამღუპველია, განსაკუთრებით სიჩქარე და ისეთი სპორტი, სადაც ადრენალინის მაძიებლები ვხდებით. ეცადეთ თავი შეიკავოთ სისწრაფისგან.

ლომი

მნიშვნელოვანი დღეა ლომებისთვის, სასიცოცხლო ენერგია არათანაბარია დღის მანძილზე. დღის პირველი ნახევარი უფრო გავსებთ სასიცოცხლო ენერგიებით, ხოლო დღის მეორე ნახევარი უფრო სუსტი და მშფოთვარეა. გეგმები სწორად დაალაგეთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი იქნება ახალი ინფორმაციის მიღება. შეგიძლიათ უყუროთ ან წაიკითხოთ. ჩაეწეროთ რაიმე გასართობ ან სასკოლო მიმართულებაზე. ყველაფერი რაც დღეს შემოვა, თქვენთვის იქნება საჭირო. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და რჩევებს.

მიწის ნიშნები

კურო

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გაუკეთოთ მცირეოდენი საჩუქარი. დღევანდელი დღე კუროებისთვის კეთილდღეობისა და სარგებლის მომტანია. კარგი იქნება შეიძინოთ ახალი საფულე. ასევე ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში.

ქალწული

გაქვთ ძალა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაახალისოთ, გადააფორმიროთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი. შეიძინოთ გარკვეული ნივთები, რომლებიც გჭირდებათ.

თხის რქა

მზად ხართ სამყაროში გასცეთ თქვენი მომზადებული პროექტი, იდეა. გააკეთეთ ის რაც გჭირდებათ. კარგი იქნება თუ საკუთარი თვისთვის შეიძენთ თილისმას.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

გამოჯანმრთელების და ფიზიკური, სასიცოცხლო ენერგიის სისავსის დღეა. კარგი იქნება თუ ჩაიტარებთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ეცადეთ დღეს გააქტიურდეთ.

სასწორი

გრძელდება ემოციური დისბალანსი, არ აჰყვეთ ჭორებს და პროვოკაციებს, რომლებიც გარემოში შეიკრიბა. თქვენი რეაქცია შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს.

მერწყული

ძალიან კარგი დროა გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც თქვენ გსურთ. ეს არის გაგზავნა რეზიუმესი ან ახალი სამსახურის ძიებისთვის. განახლების დღეა  შესაბამისად ის რაც ნამდვილად გინდა აუცილებლად უნდა სცადო.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი

ემოციური განახლება მოაქვს ამ დღეს. თქვენთვის აზარტი მისაღებია. სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდეთ. ეს თქვენ მომავალ წარმატებას და იღბლიანობას განაპირობებს.

მორიელი

მგრძნობიარეები ხდებით და მნიშვნელოვანი ხდება მინიმალური ნეგატიური ინფორმაციები. შეიძლება ეს არ იყოს განსაკუთრებული საფრთხე, თუმცა მორიელები ინტენსიურად აღიქვამენ ყველაფერს. ცრუ ილუზიები დღეს არ შექმნათ.

თევზები

განსაკუთრებულად სასიკეთო იქნება მოგზაურობა, დაგეგმვა და შენაძენების გაკეთება. თქვენ სამყარო გაძლევთ გზას, რომელიც სასიხარულო და სასიკეთო იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საგოლე მოქმედება საშუალოდ ყველა შეხვედრაში - მიქაუტაძეს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

🎥 „ისეთი ისტორია მოვისმინე, ამ თემაზე ლაივი რომ არ ჩამერთო წარმოუდგენელი იქნებოდა...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს