
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 14:56-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა.
მოერიდეთ ამბიციების და ამპარტავნობის გამოვლენას. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და სიტყვები, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი გარშემომყოფებთან.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი სითბო და მზრუნველობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით, ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მერწყულისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს, სასწორს და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა
🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი
🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა
წყარო: fortuna.ge