Digest Logo

„ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ ჩათლით საჭიროდ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი სქმე“ - დღის რჩევა

1647064569
ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, მეოჯახე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ ჩათლით საჭიროდ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი სქმე.

ყურადღებით შეამოქმეთ ყველა დოკუმენტი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ახლობლებისთვის წვეულების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარგალიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი

🔵„24 საათი გავიდა უკვე „შაქრის ომიდან“ - არ მომატყუოთ, გთხოვთ, მხოლოდ ის მომიყევით, რაც თქვენი თვალით ნახეთ“ - თამო კეშელავა

🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook

წყარო: fortuna.ge