
პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ძალაზე საუბრობს.
მისი თქმით, ერთი ადამიანის ძალასაც კი შეუძლია სამყარო შეცვალოს:
„ადამიანის ძალა განუსაზღვრელია.
ერთი ადამიანის ძალასაც კი შეუძლია სამყარო შეცვალოს და ასეთი მრავალი მაგალითი გვაქვს პოლიტიკურ რეალობაში თუ წარსული ისტორიიდან.
„თუ მე არა, მაშინ ვინ, და თუ ახლა არა, მაშინ როდის?“. ახლა და ეს წუთი ის აწმყო მომენტია, სადაც ხდება ქმედება შედეგისთვის. დღევანდელი დღე ქმნის ჩემს ხვალინდელ დღეს, ანუ მომავალს. თუ დღეს დავთესავ ყვავილებს, ხვალ ყვავილები ამოვა, გამილამაზებს გარემოს და არა სარეველა ბალახი. ვინც ეს ქმედება უნდა განახორციელოს, თავად მე ვარ. ჩემი სიტყვა კი არის ის საშენი მასალა, რომელიც ქმნის ჩემს რეალობას, ჩემს აწმყოს.
სიტყვა არის აზრი, რომელიც გადასულია ქმედებაში.
„პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და იგი იყო ღმერთი“.
ანუ ჩემს სიტყვაში ვლინდება ღმერთი, ჩემი აზრისა და ძალის მეშვეობით. ან პირიქით, ვემიჯნები ღმერთს.
სიტყვას როგორ წარმოთქვამ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შესაბამისი სიხშირით ვიბრირებს კვანტურ ველში და ახდენს მისივე შესაბამისი პოტენციალის მოზიდვას.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შენი გული წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც 5000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე შენი ტვინის ელექტრომაგნიტური ველი. ამიტომ, თუ შენ ამბობ აფირმაციას ან ნებისმიერ განზრახვას გრძნობის გარეშე, ისინი არ იმუშავებენ და არ შექმნიან შენთვის სასურველ რეალობას.
სიტყვები უნდა იყოს სავსე:
1. ამაღლებული გულის ემოციებით
2. მადლიერებით
3. სიყვარულით
4. სიხარულით
5. აღფრთოვანებით
თითოეული სიტყვის ძალა შენ უნდა იგრძნო შენი სხეულით - მისმა გულწრფელობამ და რწმენამ შენში უნდა გაიაროს. სწორედ ეს გამოიწვევს შენი გულის მაგნიტური ველის გაჭიმვას კვანტურ ველში და იმ კვანტური პოტენციალის შენკენ მოზიდვას. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, რასაც ამბობ, ეს არის რწმენა და იმედი, რაც აცოცხლებს და რეალურს ხდის შენს სურვილებს.
ყველა ადამიანი თავად არის ჯადოქარი, კეთილი ფერია, ქალღმერთი, რაც გინდათ დაარქვით, ვინც თავისი ხელით ქმნის საკუთარ რეალობას.
ყოველი სიტყვა, რომელიც ღვთის გონიდან, გაცნობიერებული ტვინიდან წამოვა და გულში გაივლის, მის სიხშირეზე დაიყვანება, რის შედეგადაც გული გონიერი და ბრძენი გახდება. ამ სიყვარულით, რწმენით, გონიერებით, სიბრძნით სავსე მარცვლის შიგთავსი შესაბამის ნაყოფს გამოიღებს.
შენი სიტყვები არის ის საშენი მასალა, რომლითაც შენდება საკუთარი სახლი.
სიყვარული სახლს შენში რომ იპოვის (შენ რომ იპოვი სიყვარულს კი არა), არამედ როცა შენ აღმოჩნდები სახლი მისთვის, შენში რომ შემოვა და შენი მასპინძელი გახდება, მაშინ გახდები ქალღმერთი და საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მაშინ აქცევ სამოთხედ შენს სამყაროს და რეალობაც რეზონანსული გექნება, რადგან რაც შიგნითაა, ის არის გარეთ.
ერთი ადამიანი ცვლის სამყაროს და ყველა ერთი ჩვენ ვართ.
ჩვენში ხდება, ჩვენიდან ხდება, ჩვენგან ხდება, ჩვენთვის ხდება, ჩვენს გამო ხდება ყველაფერი სამყაროში“, - წერს პიროვნული ზრდის ქოუჩი თინათინ ფსუტური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 ცოლი, დანგრეული ოჯახი, ალკოჰოლი, „ქუჩური ცხოვრება“ და მორჩილება - „უძინართა მზის“ დათოს პორტრეტი