
მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველო-თურქეთის თამაშს ეხმაურება.
მარცხის შემდეგ მის ეზოსთან მომღერალს თურქი ტრაქტორისტი შეხვდა, რომელმაც თვალებით ანიშნა, ხომ მოგიგეთო:
„თურქეთი საქართველოს გამოძახილი კარალეთში. მაგრად მოგვიგეს.
სახლიდან გამოვედი, ტრაქტორის ხმა იყო ჩემს ღობესთან. ვსვამ თურქულ ყავას. ეს ტრაქტორისტები არიან თურქები.
რომ გამოვედი ეს ტრაქტორისტი როგორ მიყურებს იცი? გეგონება მე დამამარცხეს, ჰოდა ჩვენ ბიჭებთან ჯერ მხოლოდ ამ ტრაქტორისტის გამო მაქვს საყვედური სათქმელი. მიყურებს მორალურად განადგურებულს, დროშა მიკეთია აქ და რომ გახედა, თვალებით მანიშნა ხომ უყურეო, ჰო და მიდი ახლა თურქული ყავა დალიეო მანიშნა თვალებით“, - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის ანკილოზი და სასწაული, რომელიც 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თავს ხდება