Digest Logo

„ყველა გაჩერდით ამ დღეს!“- რატომ არის მნიშვნელოვანი 28 თებერვლის ახალმთვარეობა, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

1740381776
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ხოლო 28 თებერვალი ახალმთვარეობაა. მშვიდად და ფრთხილად შეხვდით. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ მთვარეს ისე გავივლი დროს შემდეგ ახალ მთვარემდე“,- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი საზოგადოებას ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გააცნო და მათ რეკომენდაციები გაუზიარა.

რა ტენდენციებს მოუტანს სავსემთვარეობა ადამიანებს? - ასტროლოგის თქმით, „მოიმატებს მანიაკალური აზრები, ნარკოტიკებისადმი მიძალება. არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ 28-ში. გაატარეთ მშვიდად ეს დღე. მარსი რეტროგრადული იყო სამი თვის განმავლობაში, დღეიდან კი სწორად მავალი გახდა, ანუ დირექტული. რაც ხელს შეუწყობს იდეების რეალიზაციას, მოლაპარაკებებს და სასიკეთო ცვლილებებს“.

თებერვლის ბოლო გეომაგნიტური დღეებია: 27 და 28.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მიმდინარე კვირაში მათი პროგნოზი ასეთია: 

ვერძი ♈

შემდეგი კვირიდან, გეწყებათ რთული პერიოდი, რომელსაც დაბადების წინა პერიოდს ვეძახით. კომუნიკაცია გამოავლინეთ, ერთი პირობაა: ზედმეტი არ ილაპარაკოთ.

კურო

იმუნიტეტი მატულობს, ეს ნიშანი ძლიერდება. საუკეთესო პერიოდია, რეფორმებისათვის, სიახლეებისათვის. შეიძლება იმიჯის შეცვლა, ან ახალი ტანსაცმლის ყიდვა. 

ტყუპები ♊

ენერგოტონუსი ეცემა, თუმცა წარმატების შანსი ჯერ კიდევ აქვს. მთავარია ახლა დიპლომატიურად იმოქმედოს, რადგან დიდი შანსია გაღიზიანების. 

კირჩხიბი ♋

აი, ვისი დრო მოდის ნელ-ნელა. გრძნობს საოცარ ენერგიას, ინტუიცია ძლიერდება. საუკეთესო დროა, მგზავრობა-მოგზაურობისთვის. უცხოეთთან მივლინებისთვის საუკეთესო დროა. 28 თებერვალს მაქსიმალურად მშვიდად გაიარეთ.

ლომი ♌

ენაზე კბილი დააჭირეთ, ზედმეტს ნუ ისაუბრებთ დაგეგმილ პროექტებზე, მიზნებზე. თუ დაიცავთ ამ წესს, წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული ♍

ენერგოტონუსი მატულობს, შრომისუნარიანობა წინა პლანზეა. იმოქმედეთ. მთავარია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სამართლიანი ხდება.

სასწორი ♎

თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ახლა გამოასწორებს. თუ დასალაგებელი ჰქონდა რამე, ახლა დაალაგებს ამ ყველაფერს. იქითა კვირიდან სირთულეები იქნება, რადგან ენერგოტონუსი ეცემა.

მორიელი ♏

ამ კვირის კიდევ ერთი ფავორიტი. სიყვარულის დრო აქვს. საუკეთესო დროა რომანტიკული ურთიერთობებისათვის. ლატარიებში მონაწილეობა წარმატებული იქნება, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებს.

მშვილდოსანი ♐

ავტორიტეტი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ. ამ კვირაში მოასწარით ყველაფერი საოჯახო-სანათესავო საქმეები, ის საყოფაცხოვრებო საკითხები, რაც აქამდე ვერ აგვარებდით ახლა ამის დროა. ახლა უნდა იყოთ სამშობლოში.

თხის რქა ♑

პერიოდი კარგია, შრომისუნარიანობა ძლიერდება. ნუ ჩაიკეტებით სახლში, ან სულში. იმოძრავეთ და იაქტიურეთ. დრო გაქვთ კარგი კონტაქტებისთვის, რაც შემდგომი წარმატების გასაღებია.

მერწყული ♒

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდი გაქვთ, სახლში დიზაინის შეცვლის ალბათობა მატულობს. შეიძლება ახალ პროექტებში ჩაერთოთ და პრემია-ჯილდოები მიიღოთ. სტაბილურობის ფაქტორი მატულობს.

თევზებო ♓

ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. შარმი, მიზიდულობა, იდეების რეალიზაცია, მიდექით-მოდექით ხალხი შეაწუხეთ. რაც მეტი იმოგზურეთ, ახლა დროა პარტნიორული თანამშრომლობა. გინდათ ქორწინება, გინდათ კონკურსებში მონაწილეობა. 20 მარტამდე თქვენ გაქვთ ერთ-ერთი საუკეთესო დრო წლის განმავლობაში.

ცნობისთვის: „ლილიტი“ მორიელში ნიშნავს იმას რომ თქვენში მორიელის თვისებებს ძლიერად აქვთ ფესვები გადგმული და მისი ქონის შემთხვევაში მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თქვენ შეიძლება მხოლოდ მზის ნიშანი იცოდეთ და გეგონოთ რომ სასწორი ხართ ან თხის რქა, მაგრამ ლილიტის ცოდნის გარეშე ნახევარ ცხოვრებისეულ სიტუაციებს გაუცნობიერებლად შეეჯახებით და ნაწილობრივი ალბათობით გაგიჭირდებათ გამკლავება. ამიტომ ის აუცილებლად გაიგეთ. მაშ ასე, ლილიტი მორიელში შეიძლება ჰყავდეს მზით თევზსაც, მზით კუროსაც და თავად მზით მორიელსაც. ნებისმიერ მზის ნიშანი შეიძლება იყოს მორიელით ძლიერად მართული, ამიტომ ძალიან არასწორია ის გავრცელებული წარმოდგენა, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი ნიშანია. რას ნიშნავს ლილიტი მორიელში. ესაა მორიელის ყველა თვისება თქვენში და ყველა გამოვლენილი მძაფრად და ძლიერად. შეიძლება არ აღიარებდეთ და ვერ ხედავდეთ, მაგრამ გაუცნობიერებლად თქვენს რეაქციებში ის მოქმედებს.

⭕  აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥  ვის ელის მოულოდნელი სიურპრიზი დღეს და ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსური საკითხების მოგვარებისგან? - 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ „მოსალოდნელია ძლიერი ქარი” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

⭕ საქართველოს რკინიგზა რეისებს აუქმებს