
გიორგი გველესიანი გასულ წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია, ამჯერად კი Geo Team-ი ავრცელებს ვიდეოს, საიდანაც ვიგებთ რომ ფეხბურთელი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა:
„გავხდი ირანის საუკეთესო გუნდის, „პერსეპოლისის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი. ჩავატარე 100 შეხვედრა გავიტანე 20 გოლი. თქვენ იცით რა რთულია ქართველისთვის ასეთი წარმატების მიღწევა. ჩემს ყველა წარმატებას გიძღვნით თქვენ, რადგან დღე არ გასულა, თქვენგან რომ თბილი წერილები არ მიმეღო”,- აღნიშნა გიორგი გველესიანმა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გელა ბაბლუანი სტალინზე ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს კოსმო ჯარვისი შეასრულებს
⭕ „მაქსიმალური სიფრთხილე! დანამატების მიღება ღვიძლის დაზიანების რისკს ზრდის“ - გიორგი ფხაკაძე
🎥 როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო? - სპეციალისტის განმარტება