
გელა ბაბლუანი გადაიღებს ფილმს „ახალგაზრდა სტალინი“, სადაც იოსებ სტალინის როლს ბრიტანელი მსახიობი კოსმო ჯარვისი შეასრულებს.
Variety-ს ინფორმაციით, ფილმი ინგლისელი მწერლისა და ისტორიკოსის საიმონ სებაგ-მონტეფიორეს ამავე სახელწოდების წიგნზე იქნება დაფუძნებული. სურათის რეჟისორი გელა ბაბლუანია. მონტეფიორესთან ერთად ის სცენარის თანაავტორიცაა.
ფილმი სტალინის ახალგაზრდა წლებზე მოგვითხრობს, კერძოდ რევოლუციამდელ რუსეთში ბანკების ძარცვაში მის მონაწილეობაზე. პროექტს კომპანია Access Entertainment-ი აფინანსებს. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე არ დასახელებულა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მაქსიმალური სიფრთხილე! დანამატების მიღება ღვიძლის დაზიანების რისკს ზრდის“ - გიორგი ფხაკაძე
🎥 როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო? - სპეციალისტის განმარტება
⭕შოთა არველაძე - „შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“