Digest Logo

„ყველაფერი, რასაც დღეს სიყვარულით გააკეთებთ, განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“ - ასტროლოგი 30 ოქტომბერზე

1761831756
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

„დღეს მეტად მნიშვნელოვანია წინაპრების გახსენება, მადლიერების გამოხატვა - ხმამაღლა ან გულში.
შეგიძლიათ ამოიღოთ ოჯახური ფოტოები, აანთოთ სანთელი, გულწრფელად მადლობა უთხრათ მათ ცხოვრებისა და გაკვეთილებისთვის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგის თქმით, დღე კარგია მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის და საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარებისთვის:

„დღევანდელი დღე, 30 ოქტომბერი - ატარებს ჰარმონიისა და სიმსუბუქის ვიბრაციას. ჯერ იმიტომ, რომ ცაზე ყალიბდება მთვარისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი, შემდეგ იმიტომ, რომ შუადღის შემდეგ იწყება მეათე მთვარის დღე. ყველაფერი, რასაც დღეს სიყვარულით გააკეთებთ, განსაკუთრებულად წარმატებული იქნება. კარგი დღეა მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის და საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარებისთვის. კარგი დღეა გულწრფელი საუბრებისთვის და საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებისთვის.

მთვარე/ვენერას ტრიგონის გავლენით იგრძნობა წონასწორობა, სიამოვნების სურვილი, სილამაზის და ესთეტიკის ძლიერი მოთხოვნილება, ხელოვნებით ტკბობა. სასარგებლოა სახლში კომფორტული გარემოს შექმნა, ოჯახის წევრების შეკრება და მათთვის რაიმე გემრიელი კერძის მომზადება, საკუთარ თავზე ზრუნვა და ესთეტიკასთან დაკავშირებული შემოქმედებით დაკავება.

როგორც ვთქვით, ჩვენი მხარდამჭერია არა მხოლოდ მთვარისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი, არამედ მეათე მთვარის დღეც - ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და კეთილგანწყობილი პერიოდი მთვარის ციკლში.

ეს დღე აღადგენს კავშირს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის - იმ უხილავ ენერგეტიკულ ძაფებს, რომლებსაც ჩვენი ფესვები და წინაპრების ძალა ატარებს.

მეათე მთვარის დღის სიმბოლოა შადრევანი ან წყარო - უწყვეტი ნაკადი, სულიერი კვება და ცხოვრების განახლება.
დღეს შეგვიძლია განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ ცხოვრების ხაზის ნაწილი: ჩვენს უკან დგანან თაობები, წინ კი - ჩვენი შთამომავლები და მიღწევები.

დღეს მეტად მნიშვნელოვანია წინაპრების გახსენება, მადლიერების გამოხატვა - ხმამაღლა ან გულში.
შეგიძლიათ ამოიღოთ ოჯახური ფოტოები, აანთოთ სანთელი, გულწრფელად მადლობა უთხრათ მათ ცხოვრებისა და გაკვეთილებისთვის.

ხელსაყრელია ოჯახის გაძლიერებაზე ზრუნვა - კომფორტული ატმოსფეროს შექმნა, ახლობლებთან დროის გატარება. შეგიძლიათ დარეკოთ მშობლებთან, მოინახულოთ უფროსი ნათესავები ან ჩაატაროთ პრაქტიკები, რომლებიც ენერგეტიკულ კავშირებს აძლიერებს.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირების არ გაწყვეტა, კამათის ან დაშორების თავიდან აცილება - ნებისმიერმა კონფლიქტი შეიძლება დაბლოკოს ნათესაობის ენერგიის ნაკადი.

სჯობს, პირიქით, გამოიყენოთ ეს მთვარის დღე ფესვების გასაძლიერებლად და იგრძნობთ, როგორ იბადება შიგნით ახალი ძალა, რომელიც მთელი თქვენი გზის მხარდამჭერი გახდება.

მეათე მთვარის დღე წარმატებულია ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს უკავშირდება.

დღის ენერგია ხელს უწყობს კომუნიკაციას, ამიტომ უმჯობესია თავი აარიდოთ იზოლაციას - ეს არ არის დღე ურთიერთობების გაწყვეტისთვის, არამედ დროა ახალი კავშირების შესაქმნელად და არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სანამ ამ ფსიქოლოგიურ „სარგებელს“ არ იპოვი, შენი სხეული კილოგრამებს „არ დათმობს“ - 3 ფარული მიზეზი, თუ რატომ სჭირდება სხეულს ზედმეტი წონა

„ვერ გადავიტანდი, რომ გამეგო მოპარული ბავშვი ვიყავი...“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე

„თუ ფიქრობ შიშით ქმნი დაბრკოლებებს, შეგიძლია შექმნა ეჭვი, ან შეგიძლია შექმნა რწმენა“ - რას წერს ზაზა ჯაიანი