Digest Logo

„სანამ ამ ფსიქოლოგიურ „სარგებელს“ არ იპოვი, შენი სხეული კილოგრამებს „არ დათმობს“ - 3 ფარული მიზეზი, თუ რატომ სჭირდება სხეულს ზედმეტი წონა

1761831037
 ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუამ, რომელიც მუდამ ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, საკვები ხშირად პასუხია კითხვაზე, რომელსაც საკუთარ თავს არ ვუსვამთ:

„გგონია, წონასთან ბრძოლა მხოლოდ კალორიებსა და ნახშირწყლებშია? ცდები.

თქვენი ქვეცნობიერის ალგორითმი ასე მუშაობს, ის ზედმეტ კილოგრამებს „ინარჩუნებს“ არა იმიტომ, რომ ზარმაცია, არამედ იმიტომ, რომ ეს კილოგრამები ფსიქოლოგიურ სარგებელს გაძლევთ.

საკვები ხშირად პასუხია კითხვაზე, რომელსაც საკუთარ თავს არ ვუსვამთ.

რატომ „სჭირდება“ შენს სხეულს ზედმეტი წონა? აი, 3 ფარული მიზეზი:

 1. ემოციური „აბჯარი“ და დაცვა

შენი ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება იყოს ფიზიკური ბარიერი სამყაროსთან. ის გიცავს არასასურველი ყურადღებისგან (განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის), ემოციური ტკივილისგან ან გარე აგრესიისგან. რაც უფრო სქელია „აბჯარი“, მით ნაკლებად „გტკივა“. ეს შენი ქვეცნობიერი ფარია.

2. ყურადღების მიღების საშუალება

თუ ბავშვობაში მზრუნველობას და სითბოს მხოლოდ მაშინ იღებდი, როცა ავად იყავი, შენმა ტვინმა ისწავლა: „პრობლემა = სიყვარული“. ჭარბი წონა ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ჩივილები შეიძლება იყოს შენი ყვირილი: „შემამჩნიეთ! მომხედეთ! მზრუნველობა მჭირდება!“.

3. „სიმყარე“ და სოციალური „წონა“

ფიზიკურ ზომას ხშირად აიგივებენ ავტორიტეტთან, „სიმყარესთან“ და მნიშვნელოვანებასთან. ქვეცნობიერად, გინდა იყო უფრო „წონიანი“ ფიგურა? უფრო შესამჩნევი? შენი სხეული შეიძლება სიტყვასიტყვით ასრულებდეს ამ სურვილს, გახდეს უფრო დიდი, რომ მეტი ადგილი დაიკავოს.

დასკვნა:

სანამ ამ ფსიქოლოგიურ „სარგებელს“ არ იპოვი და არ ჩაანაცვლებ ჯანსაღი ალტერნატივით (მაგალითად: ისწავლი საზღვრების დაცვას, სიყვარულს პირდაპირ მოითხოვ, ავტორიტეტს ცოდნით მოიპოვებ), შენი სხეული კილოგრამებს „არ დათმობს“.

საკვები არ არის მტერი“, - წერს ნატა გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვერ გადავიტანდი, რომ გამეგო მოპარული ბავშვი ვიყავი...“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე

„თუ ფიქრობ შიშით ქმნი დაბრკოლებებს, შეგიძლია შექმნა ეჭვი, ან შეგიძლია შექმნა რწმენა“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

🎥 „რასაც მტრობა ანგრევს იმას სიყვარული აშენებს...“ - დეკანოზი შალვა კეკელია