
საკონსულტაციო სააგენტოს „მატრიცა 888“, რომელსაც ასტროლოგი და ექსტრასენსი მართავს, ფეისბუკ გვერდზე ახალი პოსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, ფიქრების და რწმენის შედეგია.
თუ დაიწყებთ ფიქრს, რომ იმსახურებთ უფრო ჯანსაღ ურთიერთობას, მეტ ფინანსურ კეთილდღეობას, უკეთეს ჯანმრთელობას - თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაულები დაიწყება:
„თითქმის ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, არის თქვენი ფიქრებისა და რწმენების შედეგი.
თუ დაიწყებთ ფიქრს, რომ იმსახურებთ უფრო ჯანსაღ ურთიერთობას, მეტ ფინანსურ კეთილდღეობას, უკეთეს ჯანმრთელობას ან სხვა იმ სიკეთეს, რაზედაც ახლა შეიძლება ოცნებასაც კი ვერ ბედავთ, აღმოაჩენთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაულები დაიწყება.
გაასუფთავეთ გონება და გული, იყავით სამართლიანი, მადლიერი და კეთილსინდისიერი, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და სამყარო აუცილებლად დაგიბრუნებთ იმაზე მეტს, ვიდრე მოელით, მაშინაც კი, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით.
დაიმუხტეთ პოზიტივით დილიდანვე და გაუზიარეთ ეს ენერგია სხვებსაც!“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: