ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქიკაზე წერს:
„ხშირად გვგონია, რომ მთავარი ბრძოლა ჩვენს გარეთ მიმდინარეობს. ვებრძვით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რთულ გარემოებებს, ფინანსურ კრიზისებს ან ტოქსიკურ ადამიანებს.
თუმცა ფსიქოანალიზი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს და ის ჩვენი დაბადების პირველივე დღიდან იწყება.
ჩვენი ფსიქიკა არენაა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთს ორი მთავარი ძალა - სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ეჯახება.
სწორედ ეს დაპირისპირება განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, არჩევანს და, საბოლოოდ, ჩვენს ბედს“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕ივლისის ამ დღეებში სჯობს სესხი არ აიღოთ! - თამუნა იოსელიანი საზოგადოებას აფრთხილებს!