Digest Logo

🎥 „ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი პერიოდი დგება“ - როგორი იქნება ახალმთვარეობის 2-კვირიანი პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1763451575
ანა ჯალაღონია

როგორი იქნება ახალმთვარეობის ორკვირიანი პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია „იუთუბის“ საკუთარ არხზე საუბრობს. 

ახალმთვარეობა 20 ნოემბერს არის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, 28-ე გრადუსზე თბილისის დროით 10:47 საათზე.

აქ 4 პლანეტა მოძრაობს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და მნიშვნელოვანი პერიოდი გვექნება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ახალმთვარეობა 2025 წლის ბოლოსთვის.

ეს ინარჩუნებს მორიელის ექსტრემალურ ენერგეტიკას და მოაქვს მოულოდნელობებით სავსე პერიოდი.

ეს პერიოდი დატვირთულია ღრმა ტრანსფორმაციებით, გარდაქმნით, მოულოდნელობით და ასევე დატვირთულია კარმული თემებით, რომელიც მოქმედებს როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე. 

ამ პერიოდში არაფერი არ რჩება დამალული, წარსულში დამალული საქმეებიც გამჟღავნდება“, - ამბობს ასტროლოგი. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, თუ როგორ იმოქმედებს ეს 2-კვირიანი პერიოდი მათი პროგნოზი ასე გამოიყურება: 👇

♈ ვერძი

ეს იქნება ფოკუსირება ინტიმურობაზე, ფსიქოლოგიურ განკურნებაზე. იქნება სიმართლის პოვნის პერიოდი.

♉ კურო

გააქტიურებული იქნება პარტნიორული ურთიერთობები, კავშირების გაღრმავება. ასევე შესაძლებელია, ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

♊ ტყუპები

აქ ფოკუსირება იქნება ყოველდღიური საქმეებზე და ჯანმრთელობაზე, ასევე გაძლიერდება სულიერი წესრიგი თქვენ ცხოვრებაში. კარგი დროა გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

♋ კირჩხიბი 

ფოკუსირებული იქნება სიყვარული, შემოქმედება და შვილები. ემოციური სურვილები მკაფიო ხდება, ენდეთ ინტუიციას.

♌ ლომი

ფოკუსირებული იქნება ოჯახი, სახლი და ფესვები. შესაძლოა, დაბრუნება მოგიწიოთ წინა სახლებთან და აქტუალური იყოს უძრავი ქონების ყიდვის და გაყიდვის საკითხები.

♍ ქალწული

მოგიწევთ საუბრები, რაღაც იდუმალ თემებზე და ეს საკითხები წინ წამოიწევს.

♎ სასწორი 

ფოკუსირება მოხდება თვითღირებულებაზე და ფინანსებზე. მორიელის ენერგეტიკა გაძლევთ ხედვას, როგორ გამოიყენოთ რესურსები პროდუქტიულად.

♏ მორიელი 

ფოკუსირება იქნება თვითგამოხატვაზე, იწყება ახალი ციკლი და განთავისულფდებდებით ძველი რაღაცებისგან.

♐ მშვილდოსანი 

თქვენთან ფოკუსირება იქნება, ქვეცნობიერს საიდუმლო თემებზე აქ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან. დაისვენეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე.

♑ თხის რქა

აქ ფოკუსირება იქნება მეგობრებზე, გუნდურ პროცესებზე ფინანსებზე და პროფესიულ მიზნებზე შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმეები.

♒ მერწყული

ფოკუსირებული იქნება კარიერა, რეპუტაცია და ახლის დასაწყისი. დრო ფარული ამბიციები ზედაპირზე ამოიტანოთ.

♓ თევზები 

თქვენთან ფოკუსირება იქნება სწავლაზე, მოგზაურობაზე ინტუიციური გააზრების პერიოდია. რაღაც ახალი იწყება თქვენთან, რომელიც უშუალოდ კონტაქტებს შეეხება და რომელიც კარგ თემებზე გაგიყვანთ, გაქვთ ტრანსფორმაციული პერიოდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე ახალმთვარეობაა მორიელის 29° გრადუსზე ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი“ - ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი

⭕„თუ ისე იცხოვრე, რომ მშვიდი სიკვდილიც ვერ დაიმსახურე, მაშინ რა აზრი ჰქონდა შენ დაბადებას?“ - გია მურღულია

⭕„არასასიკეთო დღეს მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი