Digest Logo

„ყველაზე ჰარმონიული და შესაძლებლობებით მდიდარი პერიოდი“ - ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი და მნიშვნელოვანი ციური მოვლენები

1780561138
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ივნისი წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვე იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ თვეში ერთიანდებიან დიდი და მცირე ბედნიერების პლანეტები - იუპიტერი და ვენერა.

ამასთან, ივნისი ის პერიოდია, როდესაც ტემპი ჩქარდება და მოვლენები იმაზე სწრაფად იწყებს განვითარებას, ვიდრე მათთან ადაპტირებას ვასწრებთ.

ასე რომ, წინ გველოდება დიდი შესაძლებლობების, ძლიერი ენერგეტიკული ნაკადების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ისეთი მოვლენების თვე, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს პირად გეგმებს, არამედ კოლექტიურ პროცესებსაც შეცვლის.

წელს ივნისი ერთგვარი ხიდი გახდება წარსულსა და მომავალს შორის, იმას შორის, რაც უკვე ამოწურულია, და იმას შორის, რაც ახლა იბადება. ჩვენ ხომ ძველი და ახალი სამყაროს გარდამტეხ მიჯნაზე ვდგავართ.

ამ თვის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის აგრძელებს ახალ ეტაპს, რომელიც 16-17 მაისის უმნიშვნელოვანესი ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყო.

ახალმა მთვარემ კუროში ცვლილებების მასშტაბურ ციკლს დაუდო სათავე და სწორედ ივნისში დაიწყებს ეს ენერგია აქტიურად გამოვლენასა და რეალიზებას.

უკვე იგრძნობა კიდეც, რომ ძველი წესებით ცხოვრება შეუძლებელია, აღარ შეიძლება ჩავებღაუჭოთ ჩვეულ ქცევით ფორმებს და ისევ და ისევ გადავდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ცვლილებებთან და კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

ივნისის ენერგიები ფაქტობრივად გვიბიძგებს წინსვლისკენ. რაც უფრო ძლიერად შევეწინააღმდეგებით ცვლილებებს, მით უფრო ვიგრძნობთ გარემოებების ზეწოლას.

ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციურად მოვემზადოთ ცვლილებებისთვის, ვიყოთ მოქნილები და სიახლეები მადლიერებით მივიღოთ.

ივნისი აერთიანებს ორ სრულიად განსხვავებულ ენერგიას.

ერთი მხრივ, ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი თვეა მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად, ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, ურთიერთობების გასამყარებლად, უძრავი ქონების შესაძენად, გრძელვადიანი გეგმების შესაქმნელად და შემოსავლების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად.

მეორე მხრივ კი, მთელი თვე ძლიერი კარმული კონფიგურაციის გავლენის ქვეშ იქნება. საუბარია კარმული მთვარის კვანძების, ე.წ. ბედისწერის ღერძისა და ურანის მონაწილეობით ჩამოყალიბებულ ტაუ-კვადრატზე, რომელზეც უკვე დავწერე 1-7 ივნისის პროგნოზში.

მთელი თვის განმავლობაში ურანი ამ კონფიგურაციის მწვერვალზე იქნება.

ეს ტაუ-კვადრატი გვახსენებს, რომ ევოლუცია კომფორტის ზონაში არ ხდება. ის მოითხოვს ცვლილებას, მოულოდნელი გარემოებების მიღებას და ახალ პირობებთან შეგუებას.

ამ თვეში სამყარო ძალიან სწრაფად შეიცვლება და მასთან ერთად შეიცვლება ჩვენი გეგმები, მიზნები, პრიორიტეტები და თვით მომავლის აღქმაც კი.

ეს ენერგია განსაკუთრებით მკვეთრად თვის ბოლო დეკადაში გამოვლინდება, როდესაც მარსი კარმული ტაუ-კვადრატის მწვერვალს მიუახლოვდება და ურანთან დაკავშირებულ პროცესებს გააძლიერებს. ხოლო ურანი ყოველთვის ცვლილებებისა და განახლების ტალღას წარმოადგენს.

ამიტომ 26 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდი შეიძლება მოვლენათა ნამდვილი ეპიცენტრი გახდეს, როდესაც მრავალი პროცესი, რომელიც თვეების ან წლების განმავლობაში მწიფდებოდა, აქტიურ ფაზაში გადავა.

საბედნიეროდ, სამყაროში ყოველთვის არსებობს ბალანსი.

სანამ ურანისა და მარსის მონაწილეობით ჩამოყალიბებული კარმული ტაუ-კვადრატი ცვლილებებისკენ გვიბიძგებს, სხვა, არანაკლებ ძლიერი, მაგრამ ჰარმონიული კონფიგურაცია - უმაღლეს პლანეტებს, პლუტონს, ნეპტუნსა და ურანს შორის არსებული ბისექსტილი - დაგვეხმარება, ეს გზა უფრო რბილად და გონივრულად გავიაროთ.

სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ინტუიციას, შინაგან ხმას, რადგან ივნისში მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უფრო მეტად შინაგანი სიბრძნით უნდა მივიღოთ, ვიდრე მხოლოდ ლოგიკით.

ხშირად სწორედ პირველი შეგრძნება აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე სწორი.

ამიტომ, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, არ დააიგნოროთ ინტუიციის ხმა - თქვენი უმაღლესი „მე“-ს მინიშნებაა.

ახლა კი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეტაპობრივად, როგორ განვითარდება ივნისის ენერგიები და როდის არის მნიშვნელოვანი აქტიურად მოქმედება, ხოლო როდის უკეთესია - ცოტა შენელება და შედარებით რთული პერიოდის მშვიდად გადალახვა.

თვე საკმაოდ საინტერესო ფონზე დაიწყო.

31 მაისის ძალიან მასშტაბურმა სავსემთვარეობამ გაააქტიურა სამეფო ვარსკვლავებს, ე.წ. კრიზისების ღერძი, რაც მრავალ ადამიანს მნიშვნელოვან გაცნობიერებებს მოუტანს.

31 მაისის სავსემთვარეობა ერთი მხრივ დასრულების სიმბოლოა, მეორე მხრივ კი ცვლილებების მძლავრი პორტალი. ივნისის პირველი დღეები აგრძელებს იმ პროცესებს, რომლებიც მაისის ბოლოს დაიწყო.

თუ გარკვეული მოვლენები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ნუ იჩქარებთ საბოლოო წერტილის დასმას. ბევრი პროცესი თანდათანობით სწორედ ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება და განვითარდება.

1 ივნისს მერკური - აზროვნებისა და ლოგიკის პლანეტა - კირჩხიბის ნიშანში გადავიდა და პრაქტიკულად მთელი ივნისის განმავლობაში იქ დარჩება.

ეს მოვლენა ჩვენს აზროვნებისა და კომუნიკაციის სტილს ცვლის.

ტყუპების სწრაფი და რაციონალური ენერგიების შემდეგ, ახლა ემოციურ, შეგრძნებით აზროვნებას ვიწყებთ.

საუბრისას მნიშვნელობას აღარ ექნება მხოლოდ სიტყვების შინაარსს - გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება ის ემოციები, რომლებიც მათ უკან დგას.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები უფრო მგრძნობიარენი გახდებიან, უფრო ხშირად გაიხსენებენ წარსულს, მეტად დაინტერესდებიან ოჯახის ამბებით და ტრადიციებით.

კირჩხიბში მყოფი მერკური გვიბიძგებს, უფრო ხშირად გავიხსენოთ და მოვინახულოთ მშობლები, მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ მათ. მეტად ვფოკუსირდეთ სახლზე, ვიფიქროთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან თუნდაც დავგეგმოთ ოჯახური მოგზაურობები.

6-დან 12 ივნისის ჩათვლით, გველოდება წლის ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული და შესაძლებლობებით მდიდარი პერიოდი, რადგან ვენერა და იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში ერთიანდებიან.

ვენერას მცირე ბედნიერების პლანეტად მიიჩნევენ, ხოლო იუპიტერს - დიდი ბედნიერების პლანეტად.

ამიტომ 6-დან 12 ივნისამდე პერიოდი სიყვარულის, მხარდაჭერის, ურთიერთობების აღდგენის, ოჯახური ბედნიერების, კეთილდღეობისა და შინაგანი გაჯანსაღების დროა.

სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით ხელსაყრელია უძრავი ქონების შეძენა, სარემონტო სამუშაოების დაწყება, ახლობლებთან ურთიერთობების გამყარება, ოჯახური სიმყუდროვის შექმნა და ასევე გრძელვადიან პროექტებში ინვესტირება.

ზოგიერთისთვის ეს პერიოდი შეიძლება იყოს ცხოვრების თანამგზავრის გაცნობის, ხელის თხოვნის, ქორწილის ან შერიგების დრო გახდეს.

ყველა ამ საკითხისთვის 6-დან 12 ივნისამდე პერიოდი მართლაც შესანიშნავია.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ივნისი იუპიტერის კირჩხიბის ნიშანში ყოფნის ბოლო თვეა.

სრულდება ერთ წლიანი ციკლი, რომელიც გვეხმარებოდა ოჯახის გაძლიერებაში, ფესვებთან კავშირის შენარჩუნებაში და ემოციური დაცულობის შექმნაში.

ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან და მომავლისთვის მყარი საფუძვლის შექმნასთან, სასურველია სწორედ ივნისში გააქტიურდეს, სანამ იუპიტერი ჯერ კიდევ კირჩხიბის ნიშანში იმყოფება.

13 ივნისს, იუპიტერთან შეერთების შემდეგ, ვენერა კირჩხიბის ნიშანს ტოვებს და ლომის თანავარსკვლავედში გადადის.

ლომის ენერგია კრეატიულობასა და შემოქმედებით პოტენციალს აძლიერებს.

ამიტომ ვენერას ლომში გადასვლის შემდეგ იწყება შესანიშნავი პერიოდი ნებისმიერი შემოქმედებითი პროექტის დასაწყებად.

ეს არის დრო, როდესაც უნდა განაცხადოთ საკუთარი თავის შესახებ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.

თუ შემოქმედებითი პროექტის დაწყებას გეგმავთ, უმჯობესია პირველი ნაბიჯის გადადგმა 15 ივნისის შემდეგ დაგეგმოთ.

ამ დროისთვის ვენერა უკვე ლომის ნიშანში იმოძრავებს, ხოლო დამატებით მხარდაჭერას მზარდი მთვარეც გაგიწევთ, რადგან 15 ივნისს ტყუპების ნიშანში ახალმთვარეობა დადგება.

ეს ახალმთვარეობა შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს, გადავხედოთ მომდევნო თვეების გეგმებს, მიზნებს და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა სახის ინფორმაციას ვუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში.

ტყუპები დაკავშირებულია სწავლასთან, კომუნიკაციებთან, ცოდნასთან, მოგზაურობებთან და ინტელექტუალურ საქმიანობასთან.

ამიტომ ახალმთვარეობის შემდეგ განსაკუთრებით სასარგებლოა სწავლების დაწყება, საინფორმაციო პროექტების წამოწყება, წერა, საჯარო გამოსვლები, ახალი უნარების დაუფლება და სოციალური წრის გაფართოება.
ეს ახალმთვარეობა ფაქტობრივად ახალ იდეებს უღებს კარს.

იმის გათვალისწინებით, რომ ვენერა უკვე ლომის ნიშანში იმოძრავებს, ბევრს გაუჩნდება სურვილი ჩრდილიდან გამოვიდეს, სამყაროს საკუთარი ნიჭი აჩვენოს, განაახლოს იმიჯი და უფრო ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი თავის შესახებ.

ეს შესანიშნავი დროა ბლოგერებისთვის, არტისტებისთვის, პედაგოგებისთვის, შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის და ყველასთვის, ვინც აუდიტორიასთან მუშაობს.

გარკვეული სირთულეები შესაძლოა 17, 18, 19 ივნისის დღეებში გამოვლინდეს.

ამ დროს დაძაბული ასპექტის გავლენის ქვეშ ვიქნებით, რომელიც რესურსებისთვის ბრძოლის თემას გაააქტიურებს და შესაძლოა ფინანსური ზეწოლის განცდა წარმოშვას.

ამ პერიოდში მოსალოდნელია ფინანსური სკანდალები ან სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.

პირად დონეზე კი სიფრთხილეა საჭირო.

არ არის რეკომენდებული ინვესტიციების განხორციელება ან თანხის სესხად გაცემა.

შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სხვის ფულთან, ბანკებთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან.

ამავე დროს, 20 ივნისს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ხდება.

ქირონი - დაჭრილი მკურნალი - მრავალი წლის შემდეგ პირველად ტოვებს ვერძის ნიშანს და კუროს ნიშანში გადადის.

ეს, უდავოდ, თვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანზიტია.

ქირონი დაკავშირებულია ჩვენს შინაგან ჭრილობებთან და განკურნების პროცესთან.

კუროში გადასვლის შემდეგ ის ფინანსური უსაფრთხოების, თვითშეფასების, ფულისადმი დამოკიდებულებისა და პირადი რესურსების თემებს გაააქტიურებს.

ბევრი ჩვენგანი პირველად დაინახავს, რომ შემოსავლები მხოლოდ გარემოებებზე არ არის დამოკიდებული, არამედ უშუალოდ უკავშირდება ჩვენს შინაგან რწმენებს საკუთარი ღირებულების შესახებ.

ეს მხოლოდ პირველი სიგნალი იქნება იმ დიდი თემისა, რომელიც მომდევნო წლებში განვითარდება.
ქირონის ეს გადასვლა აუცილებლად გვიბიძგებს ცვლილებებისკენ თვითშეფასებისა და ფინანსების მართვის სფეროში.

21 ივნისს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გველოდება - ზაფხულის მზებუდობის დღე - ზოდიაქოს წრის ოთხი კარდინალური წერტილიდან ერთ-ერთი.

ამ დღეს მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის და ახალ ენერგეტიკულ სეზონს ხსნის.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის ენერგია სწორედ ამ დღეს აღწევს თავის მაქსიმალურ ძალას.
მრავალ კულტურაში ამ პერიოდს წმინდად მიიჩნევდნენ.

აუცილებლად გამოიყენეთ ზაფხულის მზებუდობის ენერგია საკუთარი რესურსების აღსადგენად.
ეს შესანიშნავი დროა პრაქტიკებისთვის, ენერგიით შევსებისთვის, განზრახვებთან მუშაობისთვის და გვართან კავშირის გასაძლიერებლად.

მზებუდობის შემდეგ სამყაროს ენერგია თანდათან შეიცვლის ხასიათს.

მოვლენები დაჩქარდება, საინფორმაციო ნაკადი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, ხოლო ბევრი შინაგან დაძაბულობას და დიდი ცვლილებების მოახლოებას იგრძნობს.

26 ივნისიდან ივნისის ყველაზე ტურბულენტური მონაკვეთი იწყება.

ურანის მონაწილეობით ჩამოყალიბებული კარმული ტაუ-კვადრატი, თავისი სიძლიერის პიკს მიაღწევს.
ამ პერიოდში სამყარომ შესაძლოა, ყოველდღიურად მოგვიტანოს სიურპრიზები.

მოსალოდნელია უეცარი სიახლეები, გეგმების მკვეთრი შეცვლა და საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში უეცარი შემობრუნებები.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ურანის მოწოდება: ნუ ჩაებღაუჭებით იმას, რაც უკვე იცვლება.

28 ივნისს მარსი კუროს ნიშანს ტოვებს და ტყუპების ნიშანში გადადის.

ამის შედეგად ენერგია უფრო სწრაფი, მოძრავი და ინტელექტუალური გახდება.

ჩვენ უფრო სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მეტად ვიკონტაქტებთ ადამიანებთან და უფრო მეტად ვიაქტიურებთ.

თუმცა იზრდება ნერვული გადაღლის, კამათისა და ინფორმაციული ქაოსის რისკიც.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - უკვე მეორე დღეს, 29 ივნისს, მერკური კირჩხიბის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს.

იწყება ოჯახური საკითხების, ძველი შეთანხმებების, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ადგილთან და ნათესავებთან ურთიერთობებთან დაკავშირებული თემების გადახედვის და გადაფასების პერიოდი.

ეს დრო ნაკლებად არის განკუთვნილი ახალი წამოწყებებისთვის და უფრო მეტად - უკვე დაწყებული საქმეების დასრულებისა და გააზრებისთვის.

რეტროგრადული მერკურის ფონზე, 30 ივნისს თხის რქის ნიშანში სავსემთვარეობა დგება.

სწორედ ეს სავსემთვარეობა წამოსწევს პასუხისმგებლობის, კარიერის, ცხოვრებისეული მიღწევებისა და პირად ცხოვრებასა და გარე ვალდებულებებს შორის ბალანსის თემებს.

ამ სავსემთვარეობაში ძალიან აქტიურად იქნება ჩართული უმაღლესი პლანეტა ნეპტუნი.

ნეპტუნს ხშირად გარკვეული ბუნდოვანება და ილუზიები შემოაქვს, ამიტომ ივნისის ბოლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ თვითმოტყუებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ფაქტების საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ მივიღოთ.

და ბოლოს, ივნისი იუპიტერის ლომის ნიშანში გადასვლით სრულდება.

ეს ტრანზიტი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ხდება.

იუპიტერის ლომში გადასვლა სრულიად ახალ სოციალურ ციკლს ხსნის.

თუ გასული წლის განმავლობაში იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში მოძრაობდა და მოგვიწოდებდა შინაგანი საყრდენის პოვნას, ახლობლებზე ზრუნვასა და ემოციური უსაფრთხოების შექმნას, ლომში გადასვლის შემდეგ ის გვასწავლის გამბედაობას, ვიყოთ საკუთარი თავი.

ბევრი იგრძნობს სურვილს, უფრო ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი თავის შესახებ, გამოავლინოს თავისი ნიჭი, დაიწყოს შემოქმედებითი პროექტი, გავიდეს ახალ აუდიტორიაზე ან უფრო თვალსაჩინო როლი აიღოს საკუთარ თავზე.

იუპიტერის ლომის ნიშანში გადასვლასთან ერთად მსოფლიო დაცვისა და შენარჩუნების თემებიდან თანდათან გადადის თვითგამოხატვისა და ლიდერობის თემებზე.

სწორედ ამიტომ 2026 წლის ივნისს შეიძლება გარდამავალი თვე ვუწოდოთ.

ის ერთი დიდი ეტაპის დასრულებასა და მომდევნო ეტაპის დაწყებას აღნიშნავს.

ეს თვე თითოეულ ჩვენგანს შეგვახსენებს, რომ ცვლილებები უკვე დაწყებულია.

და ახლა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ნაკადის წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, მასთან თანხვედრა და სინთეზია.

ივნისის ბოლომდე მნიშვნელოვანია ახალი პროექტების დაწყება, მომავლისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნა და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც კირჩხიბში მყოფი იუპიტერი გულუხვად გვთავაზობს.

ხოლო თვის ბოლოს უკვე ნელ-ნელა უნდა მოვემზადოთ სრულიად ახალი ეტაპისთვის, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დაიწყებს გაშლას.

ძვირფასო მეგობრებო, დაე, ეს თვე თქვენთვის გონივრული გადაწყვეტილებების, მნიშვნელოვანი გაცნობიერებებისა და ბედნიერი შესაძლებლობების დრო გახდეს.

გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავები მიმართულებას გვიჩვენებენ, მაგრამ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა დამოკიდებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕  „მთელი სოფელი ჩასულია...ამბობენ მანქანა დაეჯახა და წყალში გადავარდაო“ - რას ჰყვებიან კაცზე, რომელსაც 24 საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ

⭕ მსხვერპლით დასრულებული ავარია ქუთაისში – დაკავებულია 14 წლის მოზარდი

⭕ „ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს“ - 4 ივნისის ენერგიები

წყარო: www.facebook.com